10 სახმელეთო ტექნიკა რუსული არსენალიდან- ანუ რუსული “ტანკების” მოძრაობა “საბჭოთა” კმ/სთ სიჩქარით

ნელ-ნელა, მაგრამ გარდაუვლად, რუსეთის „ზესახელმწიფოებრივი“ და „ზემილიტარისტული“ მითი ინგრევა.

მსოფლიო ვითარდება, ტექნოლოგიები იხვეწება… მოდი, ვნახოთ რითი გვებრძვიან…

VPK-7829 Bumerang

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

რუსული ბუმერანგი სამხედრო მანქანაა, რომელიც T-14 Armata-სთან „წყვილში“ სამუშაოდ შეიქმნა. ამ მანქანის ორი ვერსია არსებობს: 

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

BTR-7829 K-16 Bumerang-ი ჯავშანტრანსპორტიორია (APC). მას იარაღის სადგური და 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი აქვს.

VPK-7829 K-17 Bumerang-ი ქვეითი საბრძოლო მანქანაა (IFV) და მას 30 ან 57 მმ-იანი ავტოქვემეხი აქვს, ამიტომ მას თავისუფლად შეუძლია გახდეს მასობრივი განადგურების იარაღი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუმერანგს წყალში გავლაც შეუძლია.

Kurganets-25

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

Kurganets-25-იც ბუმერანგის მსგავსია, თუმცა მას “მოწინააღმდეგის” ტანკებისგან თავდასაცავად რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტაც აქვს.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

ეს მანქანები რუსეთის არსენალისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. ის გამოდის, როგორც APC, ასევე IFV ვერსიებში (ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითი საბრძოლო მანქანა).

მათ მოდულარული ჯავშანი აქვთ, შესაბამისად, მათი შეცვლა სხვადასხვა სიტუაციებში თავისუფლად შეიძლება.

BAT-2

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

ბეთ-2 T-64-ზე დაფუძნებული სწრაფი საბრძოლო საინჟინრო მანქანაა. საკმაოდ უხეში შესახედაობის მანქანას ბულდოზერის საჭრელი პირი, მიწის მთხრელი თავი, 2-ტონიანი ამწე და 8 ადამიანისთვის განკუთვნილი ეკიპაჟის განყოფილება/კაბინა აქვს.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

ამ „ჟანგიან“ 40-ტონიან მანქანას ტყის გადათელვა და გზის მოსწორება შეუძლია (სწორედ ასე მოიქცნენ დონბასის რეგიონში სულ ცოტა ხნის წინ).

T-14 Armata

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

T-14 Armata რუსეთის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტანკად ითვლება. „სტატუსის“ მიუხედავად აღსანიშნავია, რომ მას რამდენიმე საველე პრობლემა აქვს და შესაბამისად, რუსეთი მის წინამორბედებს T-80-ს და T-90A-ს მეტად „ენდობა“.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

T-14-ის ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა, ავტომატურ სისტემებშია, მსოფლიო წინ მიდის, ტექნოლოგიები ვითარდება არმატა კი განვითარებული ქვეყნების ტანკებს ნელი სვლით მიჰყვება უკან… (დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ ცოტა ხანში T-14-იც და მისი „შემოქმედიც“ ბოლო გაჩერებას მიადგებიან, ან სულაც რუსული “ვაენი” გემის გზას გაუყვებიან…)

BMPT “Terminator”

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

BMPT, მეტსახელად ტერმინატორი AFV( სიტყვასიტყვით: დაჯავშნული საბრძოლო მანქანა) ანუ ჯავშანტექნიკაა.

ის ურბანული ტერიტორიებისთვის გამოიყენება. მეტსახელი მძიმე შეიარაღების გამო შეარქვეს.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

მას ოთხი 9M120 Ataka სარაკეტო ტყვიამფრქვევი, ორი 30 მმ-იანი ავტოქვემეხი, ორი ყუმბარმტყორცნი და ერთი კოაქსიალური 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი აქვს.

მისი მთავარი მისია სხვა ტანკების განადგურებაა.

Typhoon MRAP

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

Typhoon-ი ნაღმ-რეზისტენტული, (ჩასაფრებისგან დაცული) რუსული ჯავშანტექნიკის ოჯახის წევრია. ის, ძირითადად, ჯარების გადასაყვანად გამოიყენება და ასევე აქვს მოდულური იარაღი სხვადასხვა სიტუაციებისთვის.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

სხვადასხვა სპეციალური აღჭურვილობის დაყენების საშუალებით, ტაიფუნს აქვს უნარი თვითმავალ საზენიტო არტილერიად, უპილოტო საფრენ აპარატად, ამწედ და ბუქსირად გადაკეთდეს.

მას შეუძლია გაუძლოს მკაცრ კლიმატურ პირობებს -50 დან +40 გრადუს ცელსიუსამდე. “Typhoon”-ის კლასის ყველა მანქანა Kamaz-ის სრულამძრავიან შასიზეა დაფუძნებული და შესაბამისად, სიარული თითქმის ყველა ტიპის რელიეფზე შეუძლია.

Uran-9 Combat Robot

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

Uran-9 საბრძოლო რობოტი რობოტიკისა და თვითმფრინავების ტექნოლოგიაში რუსეთის ექსპერიმენტის შედეგია. ეს არის უპილოტო, დისტანციური მართვის ტანკი.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

განკუთვნილია სახმელეთო ჯარების მხარდასაჭერად. ტრანსფორმაციის წყალობით მას მზვერავად გადაკეთება და ჯარისთვის წინ გაძღოლა შეუძლია.

მის ფუნქციებში შედის სამაშველო მომსახურება. მანქანა ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებით, ასევე 30მმ-იანი ქვემეხით და ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი.

S-500 Air Defense System

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

S-500 საჰაერო თავდაცვისთვის გამოიყენება. ის სახმელეთო სატვირთო მანქანაა, რომელიც surface-to-air, ან ground-to-air რაკეტას ატარებს. (ინიციალები: SAM; GTAM)

ახალ S-500-სს F-35 და B-2 სტელს/ფარული ბომბდამშენის ჩამოგდება შეუძლია.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

მოგეხსენებათ, რუსეთი ძრვირადღირებული და ტექნიკურად მრავალფეროვანი თვითმფრინავების შექმნაში აშშ-ს მსგავს ქვეყნებს კონკურენციას ვერ გაუწევს.

მათ ისღა დარჩენიათ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სახმელეთო ქვეითი საბრძოლო მანქანა შექმნან და ასეც იქცევიან…

GAZ Vodnik

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

GAZ Vodnik-ი, ასევე მისი შეცვლილი ვერსია  GAZ-39371 რუსული, მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური სამხედრო მანქანაა.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

ეს არის ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით, სხვადასხვა სიტუაციაში თავისუფლად გამოიყენებენ.

BPM-97 Vystrel

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

BPM-97 მესაზღვრეების საბრძოლო მანქანაა, მას მოიხსენიებენ, როგორც Vystrel (როგორც ცეცხლსასროლი) ეს კამაზზე დაფუძნებული MRAP-ია, (ნაღმ-რეზუსტენტული) თუმცა, ძირითადად მეთაური ოფიცრების ან სამედიცინო პერსონალის მიერ გამოიყენება.

რითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა

მას რთულ რელიეფზე და რთულ კლიმატურ პირობებში შეუძლია გადაადგილება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

სახმელეთო ტექნიკა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]