6,1 მილიონი დოლარის ღირებულების ჰიპერქარი Red Bull RB17 მხოლოდ 50 ეგზემპლარად დამზადდება, მას 1100 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული V8 ძრავი ექნება

ჰიპერქარების „სასტიკ და დაუნდობელ“ კონკურენციას ახალი მოთამაშე ჰყავს- Red Bull Advanced Technologies, ეს არის Red Bull Racing Group-ის საინჟინრო მიმართულება და ისინი Aston Martin Valkyrie-ის და Mercedes-AMG One-ის წინააღმდეგ RB17-ის გამოყვანას გეგმავენ.

Adrian Newey- Red Bull RB17-ის დიზაინერი

Red Bull RB17- ჰიბრიდული V8  და 1100 ცხენის ძალა
მისი დიზაინით შეიქმნა შთამბეჭდავი ასტონ მარტინ ვალკირი

ახალი ფალავანი გეიდონის ფალავანის მსგავსად F1-ის დიზაინერის Adrian Newey-ს მიერაა შემუშავებული.

თიზერული ვიდეორგოლი

ამ დროისთვის ხელთ მხოლოდ დიზაინის ეს ბუნდოვანი ესკიზი გვაქვს, მაგრამ RBAT-ი რამდენიმე მსუყე მახასიათებელს გვიზიარებს.

RB17-ის გულში 2-ტურბო V8 ჰიბრიდული ძალა იქნება, ის 1100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ზოგადი გეგმა 2025 წლიდან 15 წლის განმავლობაში 50 ერთეული ავტომობილის შექმნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ფასს, აქ ჯობს დასხდეთ… ჰიპერქარის ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი დოლარი იქნება. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ მფლობელები ავტომობილს საჯარო გზებზე ვერ გაიყვანენ.

თუმცა, ორადგილიანი მანქანა ქუჩის ლეგალურ ჰიპერმანქანად გადაქცევის პერსპექტივით გამოდის, მთავარია მომხმარებლებმა RB17-ზე სანომრე ნიშნის დამაგრება ისურვონ…

ადრიან ნიუიმ Autocar-ს განუცხადა, რომ RB17-ზე მუშაობა 2020 წლის ბოლოს დაიწყო. ავტომობილი Valkyrie-ზე ოდნავ დიდი იქნება, ეს ეხება, როგორც ბორბლების ბაზას, ასევე საბურავების ზომასაც.

როგორც უკვე აღვნიშნე, ცნობები ჰიპერქარზე ნელ-ნელა შემოგვემატება და ის თავისი უნიკალური დიზაინით და შთამბეჭდავი შესაძლებლობებით მხოლოდ 50 ადამიანის გახარებას მოახერხებს…

Red Bull RB17

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიატესტი: რამდენად კარგად იცნობ Aston Martin-ს?
შემდეგი სტატიაბენ აფლეკის 10 წლის ვაჟი Lamborghini-თ BMW-ს დაეჯახა