Ram-ის ელექტრო ფურგონის, 1500-ის დებიუტი 2022 წელს შედგება, საწარმოო ვერსიას კი საზოგადოება 2024 წელს იხილავს

2022 წლის დასაწყისში Ram-მა დააანონსა, რომ მთლიანად ელექტრო, სრული ზომის პიკაპზე მუშაობდა. წარმოების დაწყება 2024 წელს დაიგეგმა, თუმცა, სადებიუტო თარიღი მითითებული არ იყო.

რეალური, საწარმოო ვერსიის დებიუტის თარიღი კვლავაც უცნობია, თუმცა, 2022 წლის ბოლომდე ელექტრო პიკაპის კონცეფციას აუცილებლად ვიხილავთ.

ეს ფაქტი Ram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ კოვალიმ დაადასტურა. ჯერ უცნობია ეს კონცეფცია წარმოებასთან მიახლოვებული იქნება თუ ავტომწარმოებელი რაიმე ეგზოტიკურს შემოგვთავაზებს.

ბრენდი “Ram Real Talk” ღონისძიების სერიების მეშვეობით საზოგადოების აზრს ეცნობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით ადგენს, თუ რას ითხოვენ მომხმარებლები ელექტრო ფურგონისგან.

თიზერული სურათები 1500 EV-ის დიზაინის მიმართულებაზე გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევენ.

Gallery: New Ram 1500 BEV

ფურგონის დახრილი წინა საქარე მინით თუ ვიმსჯელებთ ე.წ „კაპოტი“ მოკლე უნდა იყოს. კაბინის უკან, სვეტის დახვეწილი კუთხე მოკრძალებულ fastback დიზაინზე მიუთითებს.

ფურგონის უკან მაშუქების მონახაზის ცენტრში ბრენდის სახელია გრავირებული. უფრო თვალსაჩინო წარწერა წინა ცხაურზეა განთავსებული.

ეს, რა თქმა უნდა, თიზერული ჩანახატებია და დიზაინერებს კონცეფციის ვიზუალის შესაცვლელად ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ.

როგორც უკვე აღვნიშნე საწარმოო ვერსიის გამოშვება 2024 წლისთვის იგეგმება. ავტომწარმოებელი კი იქამდე F-150 Lightning-ის გამოსვლას დაელოდება და ბაზრის რეაგირებას დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ Ford F-150 Lightning-ის მიწოდება აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

აქვე, Chevrolet Silverado EV-ის დებიუტი 2022 წლის დასაწყისში შედგა, თუმცა ფურგონის მიწოდება 2024 წლიდან დაიწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ram

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]