ანალიტიკოსები ელექტრომობილების სეგმენტში მნიშვნელოვან წინსვლას ვარაუდობენ, რამაც ამერიკული მწარმოებლის Rivian-ის აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
სამშაბათს Rivian Automotive-ის აქციებმა (RIVN) მოულოდნელად ზრდა დაიწყო (9,1%) და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ელექტრომობილების ინდუსტრია ახლა ბევრად უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება და თვლიან, რომ ავტომობილების ისეთი გიგანტები, როგორიცაა Tesla და General Motors, ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ.
როგორც The Motley Fool წერს, ამ პროგნოზების შემხედვარე Rivian-ის ინვესტორებმა, არ დააყოვნეს და მაქსიმალურად გაზარდეს თავისი ინვესტიციები.
Wolfe Research-ის ანალიტიკოსი როდ ლეში, ოპტიმისტურად არის განწყობილი EV ინდუსტრიის მიმართ და მოელის, რომ ელექტრომობილების წილი 2025 წლისთვის, აშშ-ში 20%-ს, ხოლო გლობალურად 22%-ს მიაღწევს.
ელექტრომობილების ენთუზიასტები Rivian-ში დიდ პოტენციალს ხედავენ, მათ შორის წილის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.

30 ივნისის მდგომარეობით, Rivian-ს თითქმის 98,000 წინასწარი შეკვეთა ჰქონდა R1T და R1S მოდელებზე, ამას დამატებული 100,000 შეკვეთა, რომელიც მან თავისი არსებობის პირველ დღეებში ელექტრონული კომერციის გიგანტი Amazon-ისგან მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ Rivian-მა 2022 წლის მე-2 კვარტალი ზარალით დაასრულა, კომპანიის ანგარიშზე მაინც მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები დარჩა, რამაც ყველაფრის გათვალისწინებით, მისი ზრდის გეგმებს ხელი უნდა შეუწყოს.
Rivian-მა ასევე დაადასტურა მისი მიზანი 2022 წლის ბოლომდე 25,000 ელექტრომობილის წარმოებაა.
[yop_poll id=”4″]