2022 წლისთვის Tesla-ს ფასები გაიზარდა

Tesla-ს ავტომობილების შეძენა მომხმარებლებს კომპანიის ვებ-გვერდიდან, გალერეებიდან და შოურუმებიდან  შეუძლიათ.

ტესლას ფასები ხშირად იცვლება, სამწუხაროდ ეს ცვლილება ფასების ზრდას მოიცავს და არა პირიქით. შედარებისთვის გაეცანით ტესლას 2021 წლის მონაცემებს.

2022 წლისთვის ტესლას მოდელების ფასები, მათ შორის- Model S, Model X, Model 3 და Model Y, ასევე მომავალი Cybertruck, Roadster და Semi, ასე გამოიყურება:

რა ღირს Tesla Model 3?

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
Tesla Model 3 ავტომწარმოებლის ყველაზე ხელმისაწვდომი მანქანაა

Tesla Model 3 ავტომწარმოებლის ყველაზე ხელმისაწვდომი მანქანაა. ის აშშ-ს ბაზარზე ყველაზე „გაყიდვადი“ ელექტრომობილია.

2022 წლის მთავარი სიახლე ის არის რომ ყველა თვითმართვადი ტესლას ღირებულება 12 000 დოლარამდე გაიზარდა. მძღოლის დამხმარე ტექნოლოგია ტესლას ნებისმიერი მოდელისთვის სტანდარტულია.

ფასი გაზრდილია კორპუსის ფერთან მიმართებითაც, ასევე საბაზისო და გრძელი დიაპაზონის ფასებიც შეიცვალა.

ყველა მორთულობისთვის საერთოა შავი ვეგანური ტყავის სავარძლები. შავ-თეთრი ინტერიერის დეკორის შემთხვევაში ფასი იზრდება.

ფასები ასე გამოიყურება:

  • Standard Range Plus : 58,390 აშშ დოლარი
  • Long Range: 64,390 აშშ დოლარი
  • Performance :75,190 აშშ დოლარი

რა ღირს Tesla Model Y

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
ქროსოვერი Model Y ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ზემოაღნიშნული Model 3

ქროსოვერი Model Y ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ზემოაღნიშნული Model 3.

ავტომწარმოებლის ცნობით ახლახან წარმოდგენილი Model Y შესაძლოა უფრო პოპულარულიც იყოს, ვიდრე ორიგინალი მოდელ 3. ეს ყოველივე კი მისი საწყისი მაღალი ფასის მიუხედავად- (58,990 აშშ დოლარი).

Y-ის ორი ხელმისაწვდომი მორთულობის დონიდან ორივე ორძრავიანი AWD მოდელია. საღებავის ფერების ფასი ამ შემთხვევაშიც განსხვავდება. ინტერიერის ფერებიც ორი სახითაა შემოთავაზებული შავი და შავ-თეთრის ვარიაცია.

ავტოპილოტიც, როგორც უკვე აღვნიშნე სტანდარტულია ყველა მოდელში. მოდელ Y-ს შემთხვევაში შესაძლებელია ბუქსირის დამატებაც, ეს დეტალიც, რა თქმა უნდა, ფასს ზრდის.

ფასები ასე გამოიყურება:

  • Long Range- 80,190 აშშ დოლარი
  • Performance- 81,190 დოლარი

რა ღირს Tesla Model S

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
Model S სულ ცოტა ხნის წინ განახლდა- ცვლილება შეეხო, როგორც ექსტერიერს, ასევე ინტერიერსაც

Model S სულ ცოტა ხნის წინ განახლდა- ცვლილება შეეხო, როგორც ექსტერიერს, ასევე ინტერიერსაც. ცვლილების შესაბამისად ფასიც გაიზარდა. ახლა, მოდელ S-ის ფასი 94,990-დოლარიდან იწყება და მას ორი ძრავი,  all-wheel drive სისტემა და 651 კილომეტრიანი დიაპაზონი აქვს.

ახალი სამძრავიანი Plaid მოდელი 1000 ცხენის ძალით 129 990 დოლარი ღირს, ეს საწყისი მოდელის შემთხვევაში.

ტესლამ Plaid+ მოდელიც დააანონსა, თუმცა მისი წარმოება იდეაშივე გაუქმდა, მასკის თქმით სტანდარტული Plaid-იც საკმარისად ეფექტურია.

Tesla Model S-ს ბორბლების და ფერის რამდენიმე ვარიანტი აქვს- ყველაზე ძვირი წითელი ფერია, დისკებში კი Arachnid, რომლის დიამეტრიც 21-ინჩია.

ფასები ასე გამოიყურება:

  • Model S-117,190 დოლარი
  • Plaid- 152,190 დოლარი

რა ღირს Tesla Model X?

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
104,990 დოლარის ღირებულების საწყისი ფასის Tesla Model X, ამჟამად, ტესლას ყველაზე ძვირადღირებული მოდელია

104,990 დოლარის ღირებულების საწყისი ფასის Tesla Model X, ამჟამად, ტესლას ყველაზე ძვირადღირებული მოდელია. ჯიპს მორთულობის ორი ვარიანტი აქვს regular და Plaid. ორივე ვარიანტი გვთავაზობს all-wheel drive სისტემას, Plaid-ს სამი ძრავი აქვს.

Model X-ს სტანდარტულად შავი ინტერიერი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია შავ-თეთრი კომბინაციის არჩევა, პლუს ამას მას კრემისფერის ვარიანტიც აქვს.

5 ადგილიანი მოდელი სტანდარტულია, შესაძლებელია 7 ადგილიანი კონფიგურაციაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ღირებულება იზრდება.

ფასები ასე გამოიყურება:

  • Model X- 134,660 დოლარი
  • Plaid-149,690 დოლარი

რა ღირს Tesla Cybertruck?

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
Cybertruck-ის წარმოება 2023 წლამდე გადაიდო.

ეჭვგარეშეა, ტესლას არცერთ მანქანას არ შეუქმნია იმხელა აჟიოტაჟი, როგორც Tesla Cybertruck ელექტრო პიკაპმა შექმნა. სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით Cybertruck-ის წარმოება 2023 წლამდე გადაიდო.

თავდაპირველად 3 ვარიანტი იყო ცნობილი, თუმცა ახლა ტესლას ვებ-გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია აღარ დევს.

ფასები ასე გამოიყურება:

  • Dual Motor AWD- 49,990 დოლარი
  • Tri-Motor AWD- 69,900 დოლარი
  • Quad-Motor AWD- მისი ფასი კვლავ უცნობია

რა ღირს Tesla Semi?

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
სატვირთო ავტომობილი წარმოებაში 2022 წელს ჩაეშვება

ნაკლებ სავარაუდოა, რომ 18 ბორბლიან Semi-ს უამრავი მსურველი გამოუჩნდეს. სატვირთო ავტომობილი წარმოებაში 2022 წელს ჩაეშვება. მას მოიხსენიებენ, როგორც “ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე კომფორტული სატვირთო მანქანა, რაც კი ოდესმე შექმნილა“.

ტესლას თქმით მისი დიაპაზონი 482- დან 804 კმ-მდე იქნება. დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.

საწყისი ფასები ასე გამოიყურება:

  • 482კმ-იანი დიაპაზონი-150,000 დოლარი
  • 804 კმ-იანი დიაპაზონი- 180,000 დოლარი
  • Founder’s Series- 200,000 დოლარი

რა ღირს Tesla Roadster?

რა ღირს Tesla?(2022 წლის მონაცემები)
Tesla-ს პირველი Roadster-ის სრულიად ახალი ვერსია მუშაობის პროცესშია

Tesla-ს პირველი Roadster-ის სრულიად ახალი ვერსია შექმნის პროცესშია, მისი წარმოება 2023 წლამდე გადაიდო. ავტომობილი პირდაპირი გაგებით, რაკეტისებურ სიჩქარეს აანონსებს- 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 1.9 წამში მოახერხებს.

საწყისი ფასები ასე გამოიყურება:

  • Roadster-200,000 დოლარი
  • Founder’s Series Roadster- 250,000 დოლარი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Tesla 2022

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]