61 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Chevrolet-მა 1961 წლის Corvette გამოუშვა და ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად ითვლება

ამერიკული მეგა ბრენდი Chevrolet-ი საუკუნეზე მეტს ითვლის და ის დღემდე მომხმარებლების კომფორტზე, უსაფრთხოებასა და პროდუქციის ხარისხზეა ორიენტირებული.

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკულტო ქმნილება Corvette-ა. ის თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ავტომწარმოებლის თილისმად და შექმნის დღიდან დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და დახვეწილ ავტომობილად.

1953-Chevy Corvette

რა ღირს 1961 წლის Chevrolet Corvette
დახვეწილი და გემოვნებით შექმნილი კაბრიოლეტი ნამდვილი ხელოვნების ექსპონატი იყო.

საზოგადოებამ Corvette პირველად 1953 წელს იხილა. დახვეწილი და გემოვნებით შექმნილი კაბრიოლეტი ნამდვილი ხელოვნების ექსპონატი იყო.

ამ შთამბეჭდავმა მანქანამ გამოჩენისთანავე გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში და მოდელმა „ძალაუფლების“ გასაძლიერებლად მემკვიდრეობის შენება დაიწყო.

მემკვიდრეობის და თაობების შექმნა დღემდე გრძელდება, ამისი ნათელი მაგალითი Corvette C8 Stingray და მომავალი თაობის C8 Z06-ია.

1961 Chevy corvette

რა ღირს 1961 წლის Chevrolet Corvette
Corvette-ს გენიალური დნმ ახალ თაობებთან გენეტიკურ კავშირებს მოლეკულურ დონეზე კვლავ ინარჩუნებს

მიუხედავად იმისა, რომ Corvette-ს გენიალური დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ახალ თაობებთან გენეტიკურ კავშირებს მოლეკულურ დონეზე კვლავ ინარჩუნებს, მოდი რამდენიმე თაობით უკან დავბრუნდეთ და შევროლეტის ქარხნიდან გამოსული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა, 1961 წლის Chevrolet Corvette მიმოვიხილოთ.

61-ის გამოშვებიდან 61 წელი გავიდა

’61 Corvette-ის გამოშვებიდან ზუსტად 61 წელი გავიდა… დამეთანხმებით, რომ კლასიკური ავტომობილების მოძიება ბაზარზე საკმაოდ რთული პროცესია. აღარაფერს ვამბობ სასურველ გარბენსა და მანქანის ზოგად მდგომარეობაზე.

ეს ორი ფაქტორი კი ძველი ავტომობილის შეძენის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.

რა ღირს 1961 chevy corvette?

ინტერნეტში და აუქციონებზე 61 წლის chevy corvette-ის საკმაოდ ბევრი ვარიანტი მოიძებნება, თუმცა, მათი ფასი საკმაოდ მაღალია.

ყველაზე დაბალი ფასი, რომლითაც 1961 წლის Chevrolet Corvette-ის შეძენაა შესაძლებელი $70,000-დან $80,000-მდე მერყეობს (გარბენი- 96,560- 128,747 კმ-მდე).

უფრო ნაკლები გარბენის და ნაწილების კარგი მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილის ფასი $100,000-დან $140,000-მდე იზრდება.

მესამე ვარიანტი კი 1961 წლის Corvette-ის რესტომოდია. გადაკეთებული ან შეცვლილი ძრავებით, შესაბამისად, მომატებული სიმძლავრით ავტომობილები, ფაქტობრივად, ახლად ითვლებიან და მათი ფასი 200 000 დოლარზე მეტს აღწევს.

დახვეწილი და გემოვნებიანი

რა ღირს 1961 წლის Chevrolet Corvette
დაბალანსებული დიზაინი, გემოვნებიანი ქრომირებული ჩანართები, უკანა ფარების თაღები და დახრილი კაპოტიდან გამოსული ორმაგი მაშუები- თითოეული ასპექტი ერთმანეთს კომპოზიციურად ერწყმის და ამ კორვეტს შედევრად აქცევს.

ვიზუალურად 1961 წლის Corvette შთამბეჭდავი მანქანაა.

დაბალანსებული დიზაინი, გემოვნებიანი ქრომირებული ჩანართები, უკანა ფარების თაღები და დახრილი კაპოტიდან გამოსული ორმაგი მაშუქები- თითოეული ასპექტი ერთმანეთს კომპოზიციურად ერწყმის და ამ კორვეტს შედევრად აქცევს.

ყველაზე თვალსაჩინო და სახასიათო დეტალი წინა ბორბლებიდან დაწყებული და მთელს გვერდითა ფლანგზე განთავსებული საჰაეროებია.

უნიკალური ინტერიერი

რა ღირს 1961 წლის Chevrolet Corvette
კორვეტი ისეთი მანქანაა, რომლითაც შაბათ-კვირას ქალაქ გარეთ, რბილ გზებზე მზიან ამინდში უნდა გაისეირნო და მისი ძველი სკოლის მექანიკური მართვის სიამოვნებით დატკბე…

შესრულების თვალსაზრისით, როგორც უკვე აღვნიშნე ცალკეული ერთეულები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ზოგს ქარხნული ძრავი აქვს, ზოგს კი შეცვლილი, აღდგენილი და მოდიფიცირებული.

და მაინც, შესრულების და სიმძლავრის მიუხედავად კორვეტი ისეთი მანქანაა, რომლითაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, რბილ გზებზე მზიან ამინდში უნდა გაისეირნო და მისი ძველი სკოლის მექანიკური მართვის სიამოვნებით დატკბე…

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Chevrolet Corvette

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]