ყველაზე გემოვნებიანი პრინცესას, ლედი დის “სამეფო” Ford Escort-ი 27 აგვისტოს სილვერსტოუნში აუქციონზე გაიყიდება

პრინცესა იღებს იმას, რაც პრინცესას სურს!… მაგრამ არიან გამონაკლისებიც…

იყო და არა იყო რა, იყო უელსის ახალგაზრდა პრინცესა დიანა, რომელსაც 80-იან წლებში კაშკაშა წითელი Ford Escort 1.6i Cabriolet-ის მართვა უყვარდა.

სამეფო ეტიკეტის თანახმად კაბრიოლეტის კონფიგურაცია პრინცესას საჯარო როლისთვის ზედმეტად გამომწვევი იყო, ამიტომ პრინცესას ავტომობილის ჩანაცვლება ურჩიეს.

(შედარებისთვის, სამეფო წარმომადგენლები, ძირითადად, Rolls-Royce-ს და Land Rover-ს მართავდნენ).

პრინცესა დიანას რაღაც უფრო „ფრთხილი“, ბრიტანულად არისტოკრატული გამოსავლის მოფიქრება შესთავაზეს და მან ჭკვიანური გზა იყოვა, ჭკვიანურ გზას კი Ford Escort RS Turbo S1-ი გაუდგა…

ერთი შეხედვით მოსაწყენი ორკარიანი ფორდი, ფაქტობრივად, მცხუნვარე Mark 3 Escort-ი იყო. ტურბო კომპრესორით და სხვა უპირატესობებით პრინცესა 4 ცილინდრიდან 132 ცხენის ძალას იღებდა.

ავტომობილი პრინცესა დიანასთვის სპეციალურად შავად შეღებეს. სპორტული გარეგნობის სამსაფენიანი კონფიგურაცია უფრო მოკრძალებული, ხუთსაფეხურიანი წინა ცხაურით ჩაანაცვლეს.

ქარხნიდან სულ 3 შავად შეფერილი RS Turbo S1 გავიდა:

ერთი პრინცესა დიანას საკუთრება, მეორე იდენტური მოდელი, რომელიც სატყუარად გამოიყენებოდა და მესამე, რომელიც სამეფო ოჯახის უცნობ წევრს გადაეცა.

ავტომობილი საგზაო მოხმარებისთვის 1985 წლის 23 აგვისტოს დარეგისტრირდა.

ლედი დის თავისი პატარა შავი ესკორტი მალევე შეუყვარდა. ის კენსინგტონისა და ჩელსის რესტორნებთან და ბუტიკებთან ბევრ ფოტოს იღებდა. ისტორიას არაერთი უნიკალური კადრი შემორჩა.

ლედი დი და ფორდ ესკორტი

პრინცესა დიანას სპორტული Ford Escort-ი აუქციონზე გაიყიდება

მომავალი დედოფალი, რომელიც ასეთ ხელმისაწვდომ სპორტულ მანქანას მართავდა მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ხალხის პრინცესა იყო.

პრინცესა დიანამ საბოლოოდ 10 943 კმ-იანი გარბენი “დააგროვა”, ამის შემდეგ მანქანა 1988 წლის მაისში კვლავ Ford Motor Company-ს დაუბრუნდა.

პატარა შავი ფორდი Ford RS-ების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო კოლექციაში მოხვდა. ამჟამად ოდომეტრი 40162 კმ-ს აჩვენებს. ავტომობილი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია.

ლედი დის Ford Escort RS Turbo S1 კლასიკური მანქანების აუქციონზე 2022 წლის 27 აგვისტოს გაიყიდება.

Escort RS Turbo S1

Ford Escort

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაTesla Model Y, სავარაუდოდ, მსოფლიოს ყველაზე „გაყიდვადი“ მანქანა გახდება
შემდეგი სტატიარა ღირს მანქანის ნომრები საქართველოში