Porsche და Puma 911 Carrera RS 2.7-ის 50 წლის იუბილეს ფეხსაცმლის ერთობლივი პროექტით აღნიშნავენ. “კედი” 10 ელფერით

Porsche და ფეხსაცმლის გერმანული ბრენდი Puma Suede RS 2.7 Limited Edition-ის გამოსაშვებად გაერთიანდნენ.

ფეხსაცმლის ეს ასორტიმენტი 911-ის კლასიკური ვერსიითაა შთაგონებული და 10 ფერის კომბინაციით გამოვა.

გარდა ამისა, მყიდველები 2022 წლის ბოლომდე პორშეს მუზეუმში შესასვლელ უფასო ბილეთს მიიღებენ.

Porsche-თი შთაგონებული Puma Suede-ს 10 ფერიდან თითიეული 500 წყვილითაა შეზღუდული. (მაგალითად, ნარინჯისფერ-შავი სქემა ექსკლუზიურად ნიდერლანდებისთვისაა დამზადებული. ხოლო შავ-თეთრის კომბინაცია იაპონიაში იქნება ხელმისაწვდომი).

საინტერესო დეტალები

სპეციალური ფერის კომბინაციების გარდა ფეხსაცმელს გვერდზე RS 2.7-ის შთაგონებული შრიფტი აქვს გრავირებული. მეორე მხარეს Porsche აქვს დატანილი.

ფეხსაცმლის ენაზე პროფილში მდგომი Carrera RS 2.7-ია დამაგრებული, ხოლო ქუსლზე RS 2.7″ ემბლემა აქვს.

Porsches და Pumas კომბინაცია 10 ფერში

რაც შეეხება ფერებს, წარმოდგენილია-შავი წითელი ზოლებით, ღია ლურჯი და შავი, თეთრი და შავი, კრემისფერი და შავი, ლურჯი და შავი, მწვანე და შავი, თეთრი და მწვანე, თეთრი და წითელი, თეთრი და ლურჯი და ნარინჯისფერი და შავი.

სპეციალური Puma Suede ფეხსაცმელი Porsche-ს ონლაინ მაღაზიაში 9 ივნისს გაიყიდა და კომპანიამ დააანონსა, რომ ყველა მოდელი გაყიდულია.

Porsche ახლა 911 Carrera RS 2.7-ის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამისათვის 20 სექტემბერს ბრენდის მუზეუმში სპეციალური გამოფენა მოეწყობა.

ავტომობილის დებიუტი

ავტომობილის დებიუტი 1972 წელს შედგა და ის ყველაზე ძლიერი პირველი თაობის 911 იყო.

RS 2.7 სიმძლავრეს 2.7 ლიტრიანი ძრავიდან იღებდა, ის 207 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ბრუნვის მომენტი კი 255 ნიუტონ მეტრს უტოლდებოდა.

ხოლო დამატებითი სპორტული პაკეტით, რომელიც წონას ამცირებდა ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6.0 წამზე ნაკლებ დროს ანდომებდა.

Porsche Puma

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFerrari-ის ჰიპერქარი Le Mans-ისთის ემზადება
შემდეგი სტატიაგასული კვირის TOP-5 სიახლე ავტოსამყაროდან