Porsche Panamera დაგეგმილი რესტაილინგის ფონზე მეტად მძლავრი მოდერნიზებული ბიტურბო 8 ცილინდრიანი 4.0 630 ცხ.ძ. და 820 ნ•მ ძრავით მოგვევლინა (ნაცვლად 550 ცხ.ძ., 770 ნ•მ ტურბო). ეს არის პანამერას ახალი ვერსია სახელის წინ დამატებული Turbo S – ით. მაგრამ რა თქმა უნდა, ცვლილებები ამით არ მთავრდება.

სპორტ პლუსის რეჟიმში, Turbo S მოდელს ნულიდან ას კმ/სთ აჩქარებისთვის 3.1 წამი ჰყოფნის (წინა თაობას ეს მაჩვენებელი 3.6 წამი ჰქონდა), ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 306-დან 315 კმ / სთ-მდე გაიზარდა.
ივნისის ბოლოს ახალმა Turbo S – მა ნიურნბერგის ტრასას სრული წრე (20.832 კმ) 7:29.81 – ში დაარტყა.

რაც შეეხება მოდიფიკაცია 4S E-Hybrid – ს, ეს არის V6 2.9 ორ ტურბინიანი ძრავა. პანამერას ახალი ჰიბრიდის შიდა წვის ძრავა 440 ცხენის ძალას ანვითარებს (წინა თაობის 4 E-Hybrid – ის 330 ცხ.ძ. წინააღმდეგ). ელექტროძრავა ძველებურად 136 ცხენის ძალით დარჩა, მაგრამ მთელი სისტემის კომბინირებული სიმძლავრე წინა თაობის 462 ცხ.ძ.-დან და 700 ნიუტონ მეტრიდან, 560 ცხ.ძ. და 750 ნიუტონ მეტრამდე გაიზარდა.

სტანდარტული Sport Chrono პაკეტის საშუალებით, Panamera 4S E-Hybrid – ს ნულიდან 100 კმ. – მდე აჩქარებისთვის წამში 3.7 წამი ჰყოფნის (წინა თაობის 4 E- ჰიბრიდს 4.6 წამი სჭირდებოდა). ახალი თაობის პანამერა ჰიბრიდის მაქსიმალური სიჩქარეა 298 კმ/სთ (278-ის წინააღმდეგ).
არანაკლებ საინტერესოა, თუ რამდენად მძლავრი გახდა ელემენტი, მისი საერთო სიმძლავრე ახლა 17,9 კვტ.სთ-ია წინა თაობის 14,1 კვტ.სთ-ის ნაცვლად.
მხოლოდ ელექტროძრავით პანამერას განახლებული ჰიბრიდით 64 კილომეტრის გავლა შეგიძლიათ, რაც ჰიბრიდისთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია.
იყო → გახდა
