Porsche-ს მსგავსად ომით დაზარალებულ უკრაინას Volkswagen-მაც 1 მილიონი ევრო გამოუყო

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გააქტიურებასთან ერთად სულ უფრო მეტი და მეტი ავტომწარმოებელი აჩერებს ოპერაციებს რუსეთში.

ავტოინდუსტრიის დიდი ნაწილი უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს და ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად ფინანსურ მზაობას გამოთქვას.

Porsche ამ „მარათონს“ უერთდება და აცხადებს, რომ უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გამოყოფს.

შემოწირული თანხები ორ ორგანიზაციაზე გადანაწილდება-

750,000 ევრო გერმანულ ასოციაციას, გაეროს ლტოლვილთა დახმარებას გადაეცემა. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელსაც Volkswagen Group-მა სულ ცოტა ხნის წინ 1 მილიონი ევრო შესწირა.

დარჩენილი 250,000 ევრო ბავშვების და მოზარდების დასახმარებლად შექმნილ ორგანიზაციას- Ferry Porsche Foundation-ს გადაეცემა.

„ჩვენ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ“, – პორშეს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი.

“ბევრ ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, ამიტომ ჩვენი წილი შემოწირულობით გვერდში დავუდგებით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინის მოსახლეობას ადგილზევე უწევენ დახმარებას“.

გასული კვირის ბოლოს, Mercedes-Benz-მა უკრაინის დასახმარებლად წითელ ჯვარს ერთი მილიონი ევრო შესწირა.

2 მარტს Stellantis-მა განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას 1 მილიონ ევროს გადაურიცხავს.

ამის პარალელურად Ford-მა განაცხადა, რომ რუსეთში ყველა ოპერაციას აჩერებს და Global Giving Ukraine Relief Fund-ს 100 000 დოლარს გადაურიცხავს.

შემოწირულობების გარდა ბევრმა ავწომწარმოებელმა რეგიონში მუშაობა შეაჩერა.

Toyota-მ განაცხადა, რომ მისი საწარმოო ქარხანა სანკტ-პეტერბერგში 4 მარტს დაიხურება (ობიექტი რუსული ბაზრისთვის Camrys და RAV4-ს აშენებს).

Volvo-მ და Jaguar Land Rover-მა რეგიონში მუშაობა შეაჩერეს. Honda-მ, General Motors-მა და Mazda-მ რუსეთში ექსპორტი შეწყვიტეს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, Hyundai-მ თავისი მწარმოებელი ქარხანა სანკტ-პეტერბურგში დროებით დახურა.

ომმა ნახევარგამტარების მიწოდების დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა. პრობლემები შეექმნა- BMW-ს, Audi-ს, Porsche-ს და Volkswagen-ს.

Reuters-ის ცნობით,  უკრაინაში 22 საავტომობილო კომპანიას აქვს ინვესტიციები. უკრაინის 38 ქარხანაში 60 000-ზე მეტი უკრაინელია დასაქმებული.

Porsche

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიასაავტომობილო ინდუსტრია რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეხმაურება
შემდეგი სტატიაOpel-ის ელექტრული გეგმები