Porsche  კიდევ ერთ სრულად ელექტრო ჯიპზე მუშაობს, ბატარეაზე მომუშავე Macan-ის დებიუტი, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს იქნება

Porsche-ს პირველი ელექტრო ჯიპის დებიუტი ჯერ არ ყოფილა, თუმცა, გერმანული ავტომწარმოებელი უკვე მეორე მოდელზე მუშაობს.

გერმანული ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა დაადასტურა, რომ კომპანია სრულიად ახალ, ბატარეაზე მომუშავე ჯიპს ავითარებს.

ახალი ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ის სავარაუდოდ კომპაქტური Macan-ის და საშუალო ზომის Cayenne-ის ზემოთ განთავსდება.

„ჩვენს მიმზიდველ პორტფოლიოში ახალი, ძვირადღირებული, სრულად ელექტრო ჯიპის დამატებას ვგეგმავთ“. ოლივერ ბლუმი.

დირექტორმა ახალი ამბავი საზოგადოებას ბრენდის კვლევისა და განვითარების ცენტრში გაუმხილა.

„ეს ჩვენს პოზიციებს ძვირადღირებული ავტომობილების სეგმენტში კიდევ უფრო გააფართოვებს, ჩვენ გაყიდვების ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ“

ბლუმის ციტატის ბოლო ნაწილი ცხადყოფს თუ რატომ ავითარებს Porsche ახალ ელექტრო ჯიპს მაშინ, როდესაც ბატარეით მომუშავე Macan-ის გამოსვლა ამ წლის ბოლოს იგეგმება.

ბოლო წლების სტატისტიკამ ცხადყო, რომ გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ ჯიპებზე მოდის, შესაბამისად ძვირადღირებული მანქანების ავტომწარმოებლებმა, ეს იქნება Lamborghini, Bentley, Aston Martin-ი თუ Ferrari თავიანთი ხაზი სწორედ ჯიპებით გააფართოვეს.

Porsche-მაც კარგად იცის  თუ რამდენად პოპულარულია ჯიპი. Macan და Cayenne 2021 წლის განმავლობაში ბრენდის ყველაზე გაყიდვადი მოდელები იყვნენ. Macan-ის მიწოდება 88,362-სს, ხოლო Cayenne-სი 83,071-ს გაუტოლდა.

ბრენდის მესამე ყველაზე პოპულარული მოდელი, რომლის გაყიდვებიც მის ყველაზე საკულტო ავტომობილს, 911-ს აჭარბებდა ელექტრო Taycan-ი იყო, მისმა გაყიდვებმა 41,296-სს მიაღწია.

Porsche-ს არც თავისი საკულტო სპორტული მანქანები დავიწყებია, მათ ხომ ბრენდის რეპუტაცია შექმნეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 718-ის სრულად ელექტრო ვერსიის გამოშვება 2025 წლისთვის იგეგმება.

ავტომწარმოებლის თქმით ბატარეით მომუშავე 911-საც უნდა დაველოდოთ, იქამდე კი მისი ჰიბრიდული ვერსია იქნება.

Porsche

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFord F-150 Raptor R 700 ცხენის ძალის სუპერ-სატვირთო მანქანა
შემდეგი სტატიაAston Martin-მა ბრენდის ახალი ლოგო და სლოგანი წარადგინა