VW ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერბერტ დიესმა დაადასტურა, რომ ჯგუფის პრემიუმ ბრენდები Porsche და Audi Formula 1-ს შეუერთდებიან

ფოლკსვაგენის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დიესმა Porsche-სა და Audi-ს Formula 1-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ჭორები დაადასტურა.

ეს მნიშვნელოვანი განცხადება ლაივ სტრიმინგის “Dialog with Diess” ის ფარგლებში გააკეთა. საინფორმაციო ხასიათის  გადაცემა VW ჯგუფის ოფიციალურ YouTube გვერდზე გავიდა.

დიესმა F1-ში VW სახელის გამოყენება გამორიცხა და თქვა, რომ ბრენდი ფორმულა 1-ის სპეციფიკას არ შეესაბამება. სამაგიეროდ კონკურსში პორშე და აუდი ცალ-ცალკე, საკუთარი სახელის გამოყენებით შევლენ.

დიესმა თქვა, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილი წესების ცვლილებები კონკურსში მონაწილეობისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ორივე ბრენდი, პორშეც და აუდიც უმაღლეს რბოლაში 2026 წლიდან ჩაერთვებიან. ამ პერიოდიდან შიდა წვის ძრავები სრულად მდგრად სინთეზურ საწვავზე იმუშავებენ.

VW Group-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ F1-ის ძრავის განვითარებას სამი-ოთხი წელი სჭირდება, შესაბამისად, 2026 წლისთვის რბოლაში ჩართვის გადაწყვეტილება მოკლე პერიოდშივე უნდა მიეღოთ.

renderings by Camille De Bastiani for Motorsport.com.

რატომ F1 და არა მოტოსპორტის სხვა კლასი? აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფორმულა 1 მთელს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა და რომ ის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

„მოტოსპორტში მხოლოდ ფორმულა 1-ია მნიშვნელოვანი და ამის დიფერენცირება სულ უფრო აშკარა ხდება. თუ მოტოსპორტით გინდათ დაკავდეთ F1-ს უნდა შეუერთდეთ, სწორედ აქ არის გავლენა.“

დიესმა თქვა, რომ VW Group-ს ჩემპიონობისთვის, ძირითადი რეგულაციების ცვლილებებამდე, 5-დან 10-წლამდე დასჭირდებოდა, თუმცა 2026 წლიდან მანქანებს სრულიად ახალი ძრავები ექნებათ და ეს ფაქტი კი გამოცდილ და „დილეტანტ“ ბრენდებს თანაბარ პირობებში ასპარეზობის საშუალებას მისცემს.

დირექტორმა აღნიშნა, რომ აუდიმაც და პორშემაც ძრავზე მუშაობა უკვე დაიწყეს, სხვა დამატებით დეტალს დიასი არ ამხელს.

VW Group-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ზუფენჰაუზენის ბრენდმა ამ მხრივ უფრო მეტი პროგრესი განიცადა. ბოლო ჭორების თანახმად, Porsche Red Bull-თან ითანამშრომლებს.

დიესმა აღიარა, რომ VW Group-ის საბჭოს ზოგიერთ წევრს Porsche-სა და Audi-ს F1-ში შესვლა არ სურდა.

„დისკუსია საბჭოს სხდომაზე ერთსულოვანი არ იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა,სტრატეგიული თვალსაზრისით სხვა პრიორიტეტები გვაქვს. ჩვენი მანქანები ტექნიკურად განახლებული უნდა იყოს, უნდა შეგვეძლოს ავტონომიური მართვა, გვჭირდება პროგრამული შესაძლებლობები, გვჭირდება ბატარეები ჩვენი მანქანებისთვის…“

საბოლოო ჯამში, F1-ში გაწევრიანებას საბჭოს ყველა წევრმა მისცა ხმა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ორივე გერმანული ძვირადღირებული ავტომწარმოებლისთვის მომგებიანი ინება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Porsche Audi Formula 1

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]