ამერიკული ელექტრო ქროსოვერი თავის კონკურენტებზე Audi -ზე და Jaguar -ზე იაფი ეღირება.
Cadillac Lyriq იდეაში პრემიუმ-ბრენდების საშუალო ზომის ჯიპის ფასი უნდა ღირდეს, შესაძლოა ცოტა მეტიც. ასეთი პოზიცია გააჟღერა General Motors – ის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პრეზიდენტმა სტივ კარლაილმა J.P. Morgan – ის მიერ ორგანიზებულ საავტომობილო კონფერენციაზე.
ტოპ-მენეჯერმა დამსწრეებს მიანიშნა, რომ კადილაკის ელექტროჯიპის რეაულირი ფასი ხუთნიშნა ციფრზე დაბალი არ არის, მაგრამ მისი შეძენა 60 ათასი დოლარიდან არის შესაძლებელი. შედარებისთვის, Jaguar I-Pace -ის ფასი ამერიკაში 69 850 დოლარიდან იწყება, ხოლო Audi e-tron – ის ფასი 74 800 დოლარიდან.
ფოტოგალერია: Cadillac Lyriq 2022








„ლირიქი“ კადილაკის პირველი ელექტრომობილია რომლის წარმოებაც სერიულად იგეგმება, მართალია მხოლოდ 2022 წლიდან. წინა კვირაში გასაჯაროვებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრო კადილაკი ერთი დამუხტვით 500 კმ-ს გაივლის.