აუქციონზე 2023 წლის Chevy Corvette Z06-ის გაყიდვიდან შემოსული თანხა 3,6 მილიონი დოლარი სამხედრო ოჯახების დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება

Barrett-Jackson-ის აუქციონზე დიდების ჩაქუჩმა ჩამოკრა და 2023 წლის Chevy Corvette Z06 -ის პირველი მოდელი 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირადღირებული კორვეტია, რაც აქამდე აუქციონებზე გაყიდულა.

მას მხოლოდ 1967 წლის Chevy Corvette L88 კუპე უსწრებს, მასში 2014 წელს 3,85 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

2023 წლის Chevrolet Corvette Z06-ის მფლობელი Hendrick Companies-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რიკ ჰენდრიკი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რიკმა 2020 წლის აუქციონზე პირველი Corvette Stingray 3 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამ გაყიდვიდან შემოსული თანხა არაკომერციულ ორგანიზაციაში- Operation Homefront-ში ჩაირიცხა, ფონდის მიზანი სამხედრო ოჯახების გაძლიერება და მათთვის სტაბილური და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფაა.

„ამ სენსაციური Corvette Z06-ის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შესაძლებლობა მოგვცა დავხმარებოდით სამხედრო ოჯახებს, გადაგვეჭრა მათი ფინანსური სირთულეები და აღნიშნულ თემს განვითარებაში დავხმარებოდით. ჩვენს დასაცავათ მათ ბევრი გაიღეს.“ -Operation Homefront-ის აღმასრულებელი დირექტორი

„70th Anniversary Edition“

პირველი, 2023 წლის Chevy Corvette Z06 აუქციონზე 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა
ეს კონკრეტული 2023 Corvette Z06 VIN 001 „70th Anniversary Edition“ მოდელია.

ეს კონკრეტული 2023 Corvette Z06 VIN 001 „70th Anniversary Edition“ მოდელია.

მორთულობის დონე მოიცავს ორ ფერში გაწყობილ ტყავის სავარძლებს, ზამშეს დეტალებით, ზამშეს საჭეს და ბრენდის საიუბილეო სპეციალურ სამგზავრო ნაკრებს.

სტანდარტულ მოდელებს (და არა აუქციონზე წარმოდგენილ ზეციური ღვთაებას) წითელი დეტალებით გაწყობილი ბორბლების უნიკალური ნაკრები აქვთ (მათ შორის სამუხრუჭე ხუნდები) წითელი მეორდება უკანა ბამპერის საკეტზეც.

ახალ 2023 Corvette Z06-ს 5.5 ლიტრიანი LT6 V8 ძრავი აქვს, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 623 ნიუტონ მეტრია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Chevy Corvette Z06

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]