Pininfarina-ს და New Holland-ის თანამშრომლობით შთამბეჭდავი კონცეპტუალური ტრაქტორი შეიქმნა, რომელიც რთულად მისადგომი ვენახებისთვისაა განკუთვნილი

ვენახები ტრადიციული ტრაქტორებისთვის, ხშირად, ძალიან ვიწროა. ამის მოსაგვარებლად კი Pininfarina და New Holland-ი ერთობლივი, უნიკალური ტრაქტორი ს კონცეფციაზე მუშაობენ.

კონცეფცია შატოებისთვის

კონცეფცია სპეციალურად მაღალი ხარისხის ყურძნის ვენახებისთვის და რეგიონებისთვის შეიქმნა. (Champagne, Medoc, Burgundy).

Straddle Tractor კონცეფცია იმუშავებს ისეთ ადგილებში, სადაც ვაზის რიგები ერთმანეთისგან ნახევარი მეტრის დაშორებით, ციცაბო ფერდობზე იზრდება.

ჩვეულებრივ, მსგავს ადგილებში მოყვანელი ყურძენი ხელით იკრიფება და ვაზისთვის საჭირო სამუშაოებიც მწკრივზე მოძრავი ტრაქტორების მეშვეობით სრულდება.

flûte de champagne – (შამპანურის ჭიქა)

Pininfarina-ს და New Holland-ის ერთობლივი კონცეფცია- ტრაქტორი მეღვინეებისთვის
კონცეფციას შამპანურის ჭიქის ფორმა აქვს (ზემოთ განიერი, ქვემოთ ვიწრო)

პინინფარინამ თავისი ტრაქტორისთვის  ფუტურისტული დიზაინი შეიმუშავა. ის ორიენტირებულია კომფორტის, უსაფრთხოებისა და ელექტროძრავის შესაძლებლობის გარშემო, რომელიც New Holland-ის სტრატეგიის წყალობით შეიქმნა.

კონცეფციას შამპანურის ჭიქის ფორმა აქვს (ზემოთ განიერი, ქვემოთ ვიწრო), ამით ტრაქტორის თემატიკა თვალშისაცემი და აშკარაა.

მუხის კასრებით ინსპირირებული

Pininfarina-ს და New Holland-ის ერთობლივი კონცეფცია- ტრაქტორი მეღვინეებისთვის
ხის დეტალები ღვინის დაძველებისთვის განკუთვნილი მუხის კასრების თემატიკას ეხმიანება.

ფორმის და შუშის კონსტრუქციის წყალობით ტრაქტორი საკმაოდ კარგ ხილვადობას განაპირობებს. მბრუნავი სავარძელი და დიდი შუშის კარი კომფორტს და თავისუფალ ასვლა-ჩამოსვლას უზრუნველყოფს.

სალონის ხის დეტალები ტრაქტორს მდიდრულ იერს აძლევს და ამავდროულად ღვინის დაძველებისთვის განკუთვნილი მუხის კასრების თემატიკას ეხმიანება.

მომავალზე ორიენტირებული კონცეფცია

Pininfarina-ს და New Holland-ის ერთობლივი კონცეფცია- ტრაქტორი მეღვინეებისთვის
კონცეფცია SITEVI 2021-ის ფარგლებში წარადგინეს

„ჩვენი ინოვაციური ტრაქტორის კონცეფცია გვთავაზობს ხედვას მომავალზე, რომლისკენაც ვიწრო, მაღალი ღირებულების ვენახების მქონე პრემიუმ ღვინის მწარმოებლები მიისწრაფვიან“. – კარლო ლამბრო, New Holland-ის ბრენდის პრეზიდენტი.

კონცეფცია SITEVI 2021-ის (ღვინის, ზეთისხილისა და ხილის მეურნეობის გამოფენის) ფარგლებში წარადგინეს.

ტრაქტორი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაNissan Ariya- ფორმულა E-ს ერთადგილიანი კონცეფცია
შემდეგი სტატიაილონ მასკის თქმით Tesla Cybertruck-ის საწყისი მოდელი ოთხძრავიანი იქნება