პეკინის/ბეიძინის ავტო შოუ, რომელიც 21 აპრილს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო, მიზეზი COVID-19 ის გააქტიურებაა

დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო- ჩინეთს COVID-19-ის კონტროლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

საავტომობილო ინდუსტრია ერთ-ერთი პირველია, რომელიც COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო დაზარალდა.

პეკინის/ბეიძინის ავტო შოუ ორგანიზატორებმა გაურკვეველი დროით გადადეს. ჭორები, პოტენციური შეფერხების შესახებ ინტერნეტ სივრცეში გასული თვის ბოლოდან ტრიალებდა, თუმცა, ახლა ეს ვარაუდი ოფიციალურად დადასტურდა.

Auto China-ს სამდივნომ ჩინური სოციალური პლატფორმის WeChat-ის მეშვეობით დაადასტურა, რომ წლევანდელი შოუ ნამდვილად გადაიდო.

ორგანიზატორებმა კონკრეტული ვადები არ მიუთითეს, შესაბამისად აღნიშნული ღონისძიების ჩატარების დრო ჯერ ცნობილი არ არის.

Auto China 2022, წესით, 21 აპრილს უნდა დაწყებულიყო

თავდაპირველად, Auto China 2022, როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ, 21 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 30 აპრილს, საჯარო ღონისძიებით უნდა დასრულებულიყო.

ამ შაბათ-კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში Auto China-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს:

„ჩვენ პანდემიის მიმდინარეობას ყურადღებით დავაკვირდებით, შევეცდებით რომ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის პოლიტიკის მოთხოვნების გათვალისწინებით გავაგრძელოთ ღონისძიების ორგანიზება. მიღებული გადაწყვეტილება, ღონისძიების ჩატარება/არჩატარების შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება“.

i7 ელექტრო სედანის დებიუტი პეკინში უნდა გამართულიყო

რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები BMW-ს გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან. მოგეხსენებათ, რომ ახალი i7 ელექტრო სედანი სწორედ ამ ღონისძიებაზე უნდა წარედგინათ.

ჩვენ მე-7 სერიას და მის ელექტრულ კოლეგას 20 აპრილს მაინც ვიხილავთ, თუმცა, Mercedes EQS კონკურენტი ჩინეთში საზოგადოების წინაშე ვეღარ წარდგება. (აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე i3 სედანიც უნდა გამოჩენილიყო).

შოუზე გამოსასვლელად კიდევ ერთი კონცეპტუალური მანქანა, ელექტრო სედანი “Aero B” ემზადებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ-ჯერობით უცნობია გაუქმდება თუ მხოლოდ რაღაც დროით გადავადდება 2022 წლის Beijing Auto Show.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

პეკინის/ბეიძინის ავტო შოუ

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]