სამხრეთ კორეაში მდებარე, ჰიუნდაის კვლევისა და განვითარების ცენტრის მიმდებარედ, პაპარაცებმა შემდეგი თაობის Hyundai Accent-ის პროტოტიპი დააფიქსირეს.

Hyundai-ში მოდელის წარდგენას მხოლოდ 2023 წელს აპირებენ, ამიტომ კორპუსი მთლიანად შენიღბულია.

ამის მიუხედავად, ფოტოებზე ნაწილობრივ შესამჩნევია სედანის ოპტიკა, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვნად შეცვლის იაფი სედანის იმიჯს.

ასევე ცხადია, რომ ახალ Accent-ს “ორსართულიანი” ოპტიკა ექნება, ზედა მხარეს განთავსებული დღის განათებით. უკანა სტოპებს შორის სავარაუდოდ LED ზოლი ექნება, რაც მოდელის კორპუსს ვიზუალურად უფრო ფართოს წარმოაჩენს. პროფილში კი, კორპუსის უკანა მხარეს მესამე ფანჯარის ილუზიაა შექმნილი, რაც მისი სიგრძელის იმიტაციას ქმნის.

Hyundai Accent 2023

ჯერჯერობით არაფერი ვიცით ძრავის მოცულობის შესახებ. გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Hyundai-მ ყველა ახალი შიდა წვის ძრავის განვითარება შეაჩერა, ამიტომ ახალმა “აქცენტმა” შესაძლებელია წინა თაობის ძრავი მიიღოს. თუმცა, წლის დასაწყისში ბრენდის ამერიკულმა განყოფილებამ ეს ინფორმაცია უარყო.

Hyundai Accent

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია75 წლის მოხუცმა ახალგაზრდობის ოცნება აისრულა და საათში 350 კმ. სიჩქარით იარა
შემდეგი სტატიარამ განაპირობა Rivian-ის აქციების მკვეთრი ზრდა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში