გავრცელდა ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული Pagani Zonda HP Barchetta-ს ავარიის ამსახველი ვიდეო.

აღნიშნული სუპერქარი, მხოლოდ სამი ეგზემპლარია გამოშვებული და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მათ მფლობელებს 15-დან 23 მილიონ დოლარამდე დაუჯდათ.

ვიდეოში ჩანს, რომ ავარია Barchetta-ს მძღოლის ბრალია, რომელსაც ავტომობილი, დრიფტის დროს მოსახვევში მოუცურდა. ამის შემდეგ სუპერმანქანამ წონასწორობა დაკარგა და საპირისპირო ზოლში მიმავალ Ford-ს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მანქანები საკმაოდ დაზიანდა.

Instagram-ის მომხმარებლის astopcars-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ზონდას მთელი მარცხენა მხარე საკმაოდ დაუზიანდა.

Pagani Zonda HP Barchetta

HP Barchetta პაგანიმ ბრენდის “ბობოლა” ფანების დაკვეთით, Zonda-ს გამოშვების შეწყვეტის შემდეგ შექმნა. მოდელს მსუბუქი კორპუსი და 7,3 V12 ატმოსფერული ძრავა აქვს, რომელიც 800 ცხ.ძ. გამოიმუშავებს. რაც შეეხება გადაცემა კოლოფს, სუპერმანქანას ის მექანიკური აქვს.

Pagani-ს მომხმარებლებს ეს მანქანა მხოლოდ ორი ცალი ჰყავთ, ერთი კი დამფუძნებელმა ჰორაციო პაგანიმ თავისთვის დაიტოვა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს Pagani-მ თავისი ახალი სუპერქარი C10 ოფიციალურად უნდა წარადგინოს.

Pagani

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაამერიკელების 26% მზადაა ჯერ არარსებული Apple Car-ის შესაძენად
შემდეგი სტატიავიეტნამური კომპანია Bandit9-ს ულტრამსუბუქი სარბოლო ავტომობილი
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში