Pagani C10-ის, იტალიური ჰიპერქარის დებიუტი 12 სექტემბერს გაიმართება, ავტომწარმოებელი ამ დღეს მუსუკით, ხელოვნებით და ტექნოლოგიით აღნიშნავს

Pagani-სგან ახალ-ახალი მოდელების გამოცხადებით განებივრებულები არ ვართ, ამიტომ, როდესაც ინფორმაცია გასაჯაროვდება, ის საზოგადოების და საავტომობილო ჟურნალისტების ყურადღებას მომენტალურად იპყრობს.

Pagani C10-ის შესახებ ინფორმაცია პირველად  2017 წელს გავრცელდა, დამატებითი დეტალები უკვე წინა წელს შევიტყვეთ, ახლა კი პაგანის შემდეგი თაობის ჰიპერქარის დებიუტთან დაკავშირებული საბოლოო და უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, ავტომობილს საზოგადოება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს იხილავს.

ეს ოფიციალური თარიღი ავტომწარმოებელმა გამოაცხადა. იტალიურმა ბრენდმა ინსტაგრამზე სამი პოსტი განათავსა, თითოეულმა მათგანმა C10-ის ესკიზის ნაწილები მარტივი კონტურების სახით შემოგვთავაზა.

ერთ-ერთი პოსტი მოკლე ვიდეოს სახითაა წარმოდგენილი, ვიდეოში მანქანის ესკიზი ჩანს, ხოლო წვეულების ადგილად მილანი, იტალიაა ნახსენები.

C10-ის დებიუტის აღსანიშნავად პაგანი საზოგადოებას განსაკუთრებულ ღონისძიებას ჰპირდება, რომელიც დატვირთული იქნება მუსიკით და ხელოვნებით.

ხელოვნების ხსენება პაგანისთან მიმართებით გადაჭატბებული ნათქვამი არ არის, რადგან ავტომწარმოებლის ყველა მოდელი ხელოვნების ნიმუშია.

ანალოგიურად მუსიკაც, Pagani-ს ავტომობილებში გამოყენებული Mercedes-AMG V12 ძრავის ხმოვანება ენთუზიასტებისთვის გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის ტოლფასია.

6.0-ლიტრიანი V12

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ C10 6.0-ლიტრიანი V12-ის გამოყენებას გააგრძელებს. რაც შეეხება ცხენის ძალას ამ შემთხვევაში მან შესაძლოა ამჟამინდელ Huayra-ზე 30-40 ცხ.ძ-ით მეტი აჩვენოს. (Huayra-ს შემთხვევაში ძრავი 791 ცხენის ძალას გამოიმუშავებს).

Gallery: Pagani Huayra Roadster

გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში, ჰორაციო პაგანიმ აღნიშნა, რომ C10 უფრო მეტ ყურადღებას მართვასა და წონის შემცირებაზე გააკეთებს.

პაგანიმ გიჟურ სიმძლავრეს გაუსვა ხაზი, თუმცა, დღევანდელი სტანდარტებით გიჟური სიმძლავრე Bugatti Chiron-ის შემოთავაზებულ 1500 ცხენის ძალას აღნიშნავს.

მაგრამ თუ Huayra-ს თითქმის 800 ცხენის ძალას შეპირებული 40 ერთეული მიუმატეს C10 სარბოლო ტრასაზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზის ლეგალური მანქანა გახდება.

სავარაუდოდ, C10 280-300 ეგზემპლარად შეიქმნება, ასე რომ ის ძალიან იშვიათი მანქანა იქნება. უფრო იშვიათი სპეციალური გამოცემები, დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში გამოვა.

მომდევნო წლებს რომ ვახსენდებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ შიდა წვის ძრავს ელექტროძრავი ჩაანაცვლებს.

დაბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნე C10-ის მემკვიდრეობა 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Pagani C10

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]