Opel Rocks-e Kargo ამანათების, საკვების და ზოგადად, ნებისმიერი ტიპის მიწოდების/ტრანსპორტირებისთვისაა შექმნილი

Opel-მა თავისი Sustainable Urban Mobility (SUM) ავტომობილების ოჯახის ახალი წევრი- Rocks-e Kargo, პატარა ზომის ელექტრომობილი წარადგინა.

“ურბანული გადამზიდი”

ეს მცირე ზომის ელექტრომობილი ურბანულ გარემოში ნივთების მარტივად, უსაფრთხოდ და მოხერხებულად გადასაზიდადაა შექმნილი.

ევროკავშირის კლასიფიკაციის მიხედვით Rocks-e Kargo არა მანქანა, არამედ-კვადროციკლია.

კომპაქტური და ფუნქციონალური

Rocks-e Kargo განახლებული Citroen My Ami Cargo-ა. მგზავრის სავარძელი მოხსნილია, ჩანაცვლებულია სათავსოთი, რომელიც, დაახლოებით, 400 ლიტრ ტვირთს იტევს.

უფრო გრძელი ნივთებისთვის Rocks-e Kargo-ს “რეგულირებადი” იატაკი აქვს. ის, დაახლოებით, 1,2 მეტრი სიგრძის ნივთის განთავსების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება „ტვირტთამწეობას“- ავტომობილს 140 კგ ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია.

მრავალმხრივი “დელივერი”

როგორც უკვე აღვნიშნე Kargo განკუთვნილია ამანათების, საკვების და სხვადასხვა ტიპის პროდუქციის მიწოდება/გადატანისთვის.

რა ხდის Rocks-e Kargo-ს ურბანულ გარემოში ტვირთების სრულყოფილ გადამზიდად?

რა თქმა უნდა მისი მცირე ზომა!

მახასიათებლები:

მისი სიგრძე- 2,41 მეტრია, სიგანე-1,39 მეტრი, ხოლო სიმაღლე-1,52 მეტრს უტოლდება.

ეს ფაქტი მცირე ზომის ელექტრომობილს მჭიდრო და ვიწრო ჩიხებში თავისუფლად გადაადგილება/ლავირების საშუალებას აძლევს.

მისი შემობრუნების რადიუსი 7.2 მეტრია, ეს ფაქტი კი მის ეფექტურ მანევრირებას უზრუნველყოფს.

სიმძლავრე

ისევე როგორც Rocks-e ორადგილიან სამგზავრო EV-ს ასევე Rocks-e Kargo-საც 8 ცხენის ძალა აქვს (უწყვეტი სიმძლავრით). მაქსიმალური სიმძლავრე (აჩქარებისთვის) 12 ცხენის ძალაა.

ბატარეა/დიაპაზონი

5,5 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეას სრულად დასატენად 4 საათი სჭირდება.(საყოფაცხოვრებო პირობებში). მისი ელექტრო დიაპაზონი 75 კილომეტრია.

Opel-ი Rocks-e Kargo-ს შეკვეთების მიღებას გერმანიასა და ნიდერლანდებში ამ წლის ბოლოს დაიწყებს. მოგვიანებით სხვა ბაზრებზე გასვლაც იგეგმება, თუმცა, ამის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ არ გვაქვს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Opel Rocks-e Kargo

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]