გერმანულმა ავტომწარმოებელმა Opel-მა, საზოგადოებას, ახალი ელექტრო მობილი წარუდგინა. მის სამართავად, მხოლოდ, მოპედის AM კატეგორიის მოწმობაა საჭირო

ახალი SUM ეპოქის დასაწყისი – ასე აფასებენ ოპელის ახალი, ელ.მობილის გამოჩენას. (ტერმინი SUM-იშიფრება, როგორც Sustainable Urban Mobility, რაც მდგრად ურბანულ მობილობას ნიშნავს).

ცხადია, ოპელის SUM-მოდელმა ე.წ „კვადროციკლს“ და ჩვეულებრივ, სამგზავრო მანქანას შორის არსებული „უფსკრული“ ამოავსო.

კონცეფციით – „ჩემი პირველი ავტომობილი“- Opel Rocks-e 15 წლიდან მოზარდებს, საშუალებას აძლევს AM1 კატეგორიით მართონ ელ.მანქანა.

ელექტრო მობილი 45 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ელექტრო დიაპაზონი, დაახლოებით, 75-კილომენტრამდე აქვს. 5.5 კვტ/სთ ბატარეის სრულად დატენვა შესაძლებელია 3.5 საათში.

იტენება მარტივად- მისი დატენვა შესაძლებელია ნებისმიერ დენის წყაროში. მისი გაყიდვა, გერმანიაში, შემოდგომიდან დაიწყება, საექსპორტოდ კი 2022-წლიდან ჩაეშვება.

Opel Rocks-e-ახალი, ეკონომიური ელექტრო მობილი, 15-წლიდან მოზარდებისთვის

Opel-ის ახალი ელექტრო მანქანა არის პასუხი მობილობის თანამედროვე მოთხოვნებზე, რომელიც გთავაზობთ მოსახერხებელ, ეკონომიურ და კომფორტულ  გადაადგილებას მეტეოროლოგიური მოვლენებისგან „გვერდის ავლით“.

2.41-მეტრიანი, ორ-ადგილიანი ელექტო მობილის საწყისი ფასი, ჩვეულებრივ პატარა ზომის მანქანებთან შედარებით ნაკლები იქნება.

”ჩვენი ახალი Opel Rocks-e არის ყოველმხრივ უკომპრომისო. დიზაინი არის თამამი და სუფთა, ზომები კი ძალიან კომპაქტური. ჩვენი SUM მოძრაობს მხოლოდ ელექტროენერგიაზე და მისი ფასი უკონკურენტოა“

სტივენ ნორმანი – Opel-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი

ახალი Opel Rocks-e კომპაქტური, გამონაბოლქვისგან თავისუფალი პატარა მანქანა ორი ადამიანისთვის, რომელიც მოითხოვს მცირე ადგილს ქალაქებში.

Opel Rocks-e-ახალი, ეკონომიური ელექტრო მობილი, 15-წლიდან მოზარდებისთვის

რაც მთავარია, Rocks-e არის მხოლოდ 2.41 მეტრი სიგრძის, 1.39 მ სიგანის , 14-ინჩიანი ბორბლებით და იწონის, მხოლოდ, 471 კილოგრამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოფიციალურად კლასიფიცირდება, როგორც მსუბუქი ავტომობილი.

გერმანიაში 15 წლამდე ასაკის მოზარდებს უფლება აქვთ მართონ ის AM კლასის მართვის მოწმობით. (შესაბამისი შესწორება ძალაში შევიდა 2021 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მოქმედებს მთელს გერმანიაში).

ამგვარად, კანონმდებელი მხარს უჭერს ახალგაზრდების მობილობის საჭიროებებს, განსაკუთრებით სკოლისა თუ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებისთვის.

Opel Rocks-e-ახალი, ეკონომიური ელექტრო მობილი, 15-წლიდან მოზარდებისთვის

ელ.მობილი იდეალურია ქალაქის ყოველდღიური მოძრაობისთვის-არა მხოლოდ ახალგაზრდა მძღოლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილება და არ სურს დაუსრულებელ საცობებში დიდი დროის გატარება, ასევე საპარკინგე ადგილის ძიება.

Rocks-e ასახავს ახალი Opel Vizor კონცეფციას,  მათ შორის LED ფარები და ინდიკატორები. კარები ორივე მხრიდან იდენტურია. სალონის კაბინეტი ნათელია და ორიენტირებულია არსებით დეტალებზე.

ეკრანი აჩვენებს სიჩქარეს, მართვის რეჟიმს (წამყვანი, ნეიტრალური, უკანა), ბატარეის დატენვის მდგომარეობას, დარჩენილ დიაპაზონს და გარბენს.

Opel Rocks-e-ახალი, ეკონომიური ელექტრო მობილი, 15-წლიდან მოზარდებისთვის

კომპაქტური ზომებისა და დიდი ფანჯრების წყალობით, Opel Rocks-e-ის მძღოლები სარგებლობენ კარგი, ყოვლისმომცველი ხილვადობით.

ინტერიერში მსუბუქი, სასიამოვნო ატმოსფერო უზრუნველყოფილია სტანდარტული პანორამული შუშის სახურავით.

Opel Rocks-e-ახალი, ეკონომიური ელექტრო მობილი, 15-წლიდან მოზარდებისთვის

შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ახალი Opel Rocks-e მზად არის ურბანულ ჯუნგლებში ყოველდღიური „ვოიაჟისთვის“.

Gallery: Opel Rocks-e

Opel

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაილონ მასკი, SpaceX-ის თანამშრომლებისთვის გვირაბის გაყვანას გეგმავს
შემდეგი სტატია10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან