Opel Manta EV-ს საზოგადოება 2025 წელს იხილავს, ბრენდი Insignia-ს ელექტრული ვარიანტით ჩაანაცვლებს, „ელექტრიფიკაცია“ ელის Crossland-საც

გასულ წელს Opel-მა თავისი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი რეტრო დიზაინის ელექტრომობილად გადააკეთა.

თაყვანისმცემლების და მომხმარებლების გამოხმაურება შესანიშნავი იყო და გერმანელმა ავტომწარმოებელმა 2025 წლისთვის Manta-ს სერიულ მოდელად დაბრუნება გადაწყვიტა.

ინფორმაცია ოპელის ოფიციალურმა პრესრელიზმა დაადასტურა. პრესრელიზში შემდეგი თაობის Insignia-ას ელექტრომობილად გარდასახვაზეცაა საუბარი.

Manta-ზე, ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ავტომწარმოებლის თქმით წარსულის სპორტული მანქანის ახალი „ინტერპრეტაცია“ ელექტროძრავით ამუშავდება.

პრესრელიზში ოპელის აღმასრულებელმა დირექტორმა უვე ჰოჩგეშურცმა განაცხადა, რომ ახალი Opel Manta კიდევ ერთხელ გააღვიძებს დაუვიწყარ ემოციებს და ამ ემოციების მამოძრავებელი, ამჟამად, ელექტროძრავი იქნება.

„ჩვენ შევქმნით მომხიბლავ, მრავალფეროვან და საინტერესო ინტერპრეტაციას“-თქვა მან.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელახლა დაბადებულ Manta-ს საზოგადოება, 2025-ში იხილავს.

როგორც ვარაუდობენ, ავტომობილს STLA Medium of Stellantis პლატფორმაზე დააფუძნებენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით მანტა 2 ელექტროძრავით, დაახლოებით, 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

როგორც ვარაუდობენ, სპორტული მანქანა Ford Mustang Mach-E-ის, Hyundai Ioniq 5-ის, Kia EV6-ის და Volkswagen ID 4-ის კონკურენტი იქნება.

პრესრელიზში ოპელის შემდეგი თაობის Crossland-ს და Insignia-საც შეეხო. ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ელექტრო იქნება.

Gallery: 2021 Opel Manta concept

Opel

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაPorsche-მ უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო
შემდეგი სტატიაHaas F1-ის გუნდმა რუს მბრბოლელს ნიკიტა მაზეპინის კონტრაქტი შეუწყვიტა