ნისანი გვპირდება რომ მისი ახალი სპორტქარი ფანებს იმედებს არ გაუცრუებს

Nissan აგრძელებს Z Proto – სთვის მიძღვნილ ტიზერულ კამპანიას. თავის ახალ ვიდეო-რგოლში მწარმოებელი დიზაინერთა ჯგუფის მორიგ შედევრს გვიზიარებს. წინა მომრგვალებული ფარები Nissan Fairlady Z – სთან ასოცირდება (Datsun 240Z), ხოლო უკანა სტოპები – სპორტქარ 300ZX Z32 – თან. ასევე Z – ს განახლებული ემბლემაც გვაჩვენა და ცოტა სალონშიც შეგვახედა.

დიდი ალბათობით ახალ Z – ს მექანიკური გადაცემათა კოლოფი დარჩება, ძრავის შესახებ როგორც ადრე ითქვა Infiniti Q60 – ის 400 ცხ.ძ. სიმძლავრის V6 ეყენება.

Nissan -მა Z Proto – ს დეტალები გაასაჯაროვა (ვიდეო)
Motor1 – ის დიზაინერებმა Nissan 400Z დაახლოებით ასე წარმოიდგინეს

ნისანში ამბობენ, რომ Z Proto რეტრო სტილს და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, მაგრამ არ აკონკრეტებენ ზუსტად რას გულისხმობენ. ალბათ სალონში სრულფასოვან მულტიმედიურ სისტემას უნდა ველოდოთ, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს და ა.შ.

ბოლომდე პროტოტიპს ნისანი 16 სექტემბერს გვაცვენებს, ხოლო სერიულ წარმოებისთვის სავარაუდოდ ნისანს ერთ წლამდე დასჭირდება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

nissan

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]