10-წლიანი ლოდინის შემდეგ, მისი უდიდებულესობა  Nissan Z კუპე-ს დებიუტი ნიუ იორკში შედგა.

იაპონურ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე პირველმა კომპანიამ Nissan-მა, საზოგადოებას, Nissan Z- ახალი, სპორტული მოდელის ავტომობილის ვერსია წარუდგინა.

ავტომობილის მახასიათებლები:

Nissan Z აღჭურვილია 400 ცხენის ძალიანი ორმაგი, V6 ტიპის ძრავით და უნიკალური რეტრო დიზაინით.დაახლოებით, 10-წლიანი ლოდინის შემდეგ (რაც მარადისობაა ავტო ინდუსტრიაში) Nissan 370Z-ის შემცვლელის, მისი უდიდებულესობა  Nissan Z კუპე-ს დებიუტი ნიუ იორკში შედგა.

Nissan Z- კონცეფცია წინა თაობის მოდელებიდან იყო შთაგონებული. პროდუქციის მთავარმა სპეციალისტმა ჰიროში თამურამ თქვა, რომ Nissan Z უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ძლიერი და სწრაფი.

ეს უახლესი მოდელი შექმნილია იმისთვის, რომ მანქანამ,  მფლობელს,  „ცეკვის პარტნიორობა“ გაუწიოს თავგადასავლებით აღსავსე გზაზე.

ავტომობილს გააჩნია 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მძღოლსა და მანქანას ერთმანეთთან „მისტიკურად“ აკავშირებს. პირველი და მეორე გადაცემათა კოლოფის  სინქრონიზაცია კი ხელს უწყობს დამატებით ენერგიის წარმოქმნას.

ავტომობილის ექსტერიერი:

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს- (ეს მოდელიც, წინა მოდელების მსგავსად იმეორებს 1969 წლის ვარიანტის ვიზუალურ მახასიათებლებს და ინარჩულებს გრძელი ფორმის „ძრავის განყოფილების ხუფს“ ე.წ კაპოტს და მოკლე უკანა მხარეს) როგორც უკვე აღვნიშნე მისთვის დამახასიათებელია წაწვეტებული ცხვირი, ოთხკუთხა ცხაური და რეტრო LED ნათურები როგორც, წინა, ასევე უკანა მხარეს.

ფარები იმეორებს 1970 წლის  Fairlady 240ZG-ს ვიზუალს.  ბამპერს სიგრძეზე, შავი დანაყოფები მიუყვება და კომპოზიციურად ერწყმის უკანა, ჰორიზონტალურად განთავსებულ  LED ტიპის  განათების  ფარებს.

მანქანას უკან აქვს შავი დიფუზორი  და ორი მაყუჩი. აღნიშნულ მოდელს ასევე გააჩნია დახვეწილი დიზაინის მქონე საბარგულის ხუფი, ე.წ სპოილერი.

Nissan Z-ახალი, დახვეწილი და გემოვნებიანი, რეტრო დიზაინი და 400 ცხენის ძალა

სპორტულ მოდელს გააჩნია 18-ინჩიანი ბორბლები და 19-ინჩიანი დისკები. ექსტერიერის შესარჩევად, მყიდველებს,  6 შესაძლო ვარიანტი აქვთ- ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, ყვითელი, წითელი და თეთრი, ყველა მათგანს საერთო აქვთ შავი, კონტრასტული სახურავი.

ავტომობილის ინტერიერი:

რაც შეეხება მანქანის სალონს, აქ თანამედროვე ტექნოლოგიები და კლასიკური შტრიხები კომპოზიციურად ერწყმის ერთმანეთს. სავარძლები დაფარულია სტანდარტული შავი ქსოვილით ან ტყავით.

სალონის  წინა ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი. როგორც თავად კომპანია აანონსებს მათ რჩევა, ინტერიერის გასაუმჯობესებლად,  მრბოლელებისგან მიიღეს.

როგორც Nissan-ის მთავარი დიზაინერი, ალფონსო ალბისა ამბობს, ახალი დიზაინის მიზანი დეკადებს შორის მოგზაურობაა, რომელიც თავისთავად მომავალში მოგზაურობასაც მოიაზრებს.

რაც შეეხება მანქანის ღირებულებას ეს ჯერ არ გამჟღავნებულა, მაგრამ როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი ავტომობილი, გაყიდვაში,  2021 წლის ბოლოს გამოვა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Nissan Z

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]