ფორმულა E-ს ერთადგილიანი კონცეფცია Nissan Ariya ქროსოვერის ძრავს იყენებს

სულ რამდენიმე კვირის წინ Nissan-მა სრულად ელექტრო Ariya-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო. ელექტრომობილის ფასი 45,950 დოლარიდან იწყება.

ნისანი, ახალი ქროსოვერის მომხმარებლებისთვის მიწოდებას მომავალი შემოდგომისთვის გეგმავს.

იაპონურმა კომპანიამ, ლოდინის შესამსუბუქებლად ძალიან საინტერესო პროდუქტი შემოგვთავაზა.

ბატონებო, გაიცანით!

ბატონებო, გაიცანით Ariya Single Seat Concept (ერთადგილიანი კონცეფცია), ის ელექტრო ქროსოვერის სულიერი ალტერ ეგოა.

როგორც ქვემოთ განთავსებულ, თანდართულ გალერეაში ხედავთ, კონცეფცია ფუტურისტული სპორტული ავტომობილის ფორმას იღებს, ოღონდ მხოლოდ 1 ადგილით.

Nissan-ი თავის ახალ პროდუქტს აღწერს, როგორც : “მაღალი ეფექტურობის საძიებო, განვითარებისა და დემონსტრირების პროექტს”, რომელიც Ariya-ს ძრავით კიდევ ერთ შესაძლებლობას გვთავაზობს.

ჩვენ ვბედავთ ვაკეთოთ ის, რასაც სხვები არ აკეთებენ! -Nissan

„ჩვენ ვბედავთ გავაკეთოთ ის, რასაც სხვები არ აკეთებენ“-  Nissan-ის გლობალური მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი ხუან მანუელ ჰოიოსი.

Nissan Futures-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილ კონცეფციას ელექტრო ქროსოვერის მსგავსი სისიტემა აქვს.

ავტომწარმოებელი, ამ ეტაპისთვის რეალურ სპეციფიკაზე არ საუბრობს, მაგრამ ავტო სამყაროში ვარაუდობენ, რომ კონცეფცია „არიას“ ყველაზე მძლავრი ვარიანტის გამეორებაა და ის 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 600 ნიუტონ/ მეტრს უდრის.

Ariya-ს ყველა ვარიანტი 87 კვტ/სთ ბატარეის პაკეტს ეფუძნება, ხოლო მაღალი დონის Platinum+ e-4ORCE AWD მორთვა ორმაგ ძრავს იყენებს.

რაც შეეხება დიზაინს, კონცეფცია Ariya-ს ვიზუალური შტრიხების და ფორმულა E მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი დეტალების კომპოზიციური შერწყმაა.

დიზაინერების შეფასებით კონცეფცია ელექტრო ქროსოვერის დახვეწილი დიზაინითაა ინსპირირებული. ერთადგილიან ვატომობილის ნატიფ დიზაინს ასე აღწერენ: „როგორც ჩანს, მას თავად ჰაერი ქმნიდა“.

„ამ კონცეფციით ჩვენ გვსურს წარმოვაჩინოთ Ariya-ს ძრავის მაღალი წარმადობის პოტენციალი მოტოსპორტით შთაგონებულ პაკეტში“- ხუან მანუელ ჰოიოსი.

Gallery: Nissan Ariya Single Seater Concept

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Nissan Ariya

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]