შეძლებული ავტომოყვარულების გაკვირვება, ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა Rimac Nevera ამ საქმეს იოლად უმკლავდება.

ოთხი წლის წინ წარდგენილი, სადებიუტო მოდელი Rimac C-Two Concept, Rimac Nevera-ად გარდაიქმნა. ის დღეს ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია.

ეს ჰიპერქარი სულ 150 ცალია გამოშვებული, მისი ფასი არც მეტი, არც ნაკლები, 2 მილიონი ევროა. ფორმულა1-ის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ნიკო როსბერგმა ის ცოტა ხნის წინ, ზაგრებში, Rimac-ის შტაბ-ბინაში დაისაკუთრა.

Nico Rosberg-ის Rimac Nevera

თითქმის 2000 ცხენის ძალის მქონე ავტომობილის მართვა, სენსაციური გამოცდილებაა. მეთ უოტსონმა Carwow-დან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Nevera დრეგ-რეისინგზე Ferrari SF90-ის (ყველაზე სწრაფი ფერარი) წინააღმდეგ დააყენა, და, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ხორვატული სტარტაპის პირმშომ, იტალიური ფლაგმანის ფანატები დაადუმა.

Rimac Nevera v Ferrari SF90

ჰიპერქარი ოთხი ელექტროძრავით არის აღჭურვილი და ჯამურად 1888 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბრუნის მომენტი 2360 ნიუტონ მეტრია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის რიმაკ ნევერას 1,97 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 412 კმ/სთ-ია.

როსბერგი, ერთ-ერთია იმ ორ ადამიანს შორის, რომელმაც ფორმულა1-ის ტიტული ლუის ჰემილტონის ეპოქაში მოიგო. მან რიმაკს თავისი ჰიპერ მანქანა ორი წლის წინ შეუკვეთა.

2016 წლის F1 ტიტულის მფლობელმა სინანულით აღიარა, რომ რამდენიმე წლის წინ ხელიდან გაუშვა Rimac-ში ინვესტიციის შესაძლებლობა.

”მაგრამ ბოლომდე სულელი მაინც არ ვყოფილვარ, რადგან მანქანა ძალიან ადრე დავჯავშნე და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. ასე რომ, მე მაინც სწორი არჩევანი გავაკეთე და ძალიან აღფრთოვანებული ვარ“, – ნიკო როსბერგი

Rimac-მა $500 მილიონი, კომპანიის 2 მილიარდი დოლარის შეფასებით, სამი ინვესტორისგან მოიზიდა, მათ შორის არიან: Goldman Sacs, Soft Bank და Porsche.

მათე რიმაკთან ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, როსებერგმა საბოლოოდ მოირგო თავისი ნანატრი Rimac Nevera-ს სავარძელი. მან მათეს მიერ ხელმოწერილი სპეციალური პაკეტიც მიიღო.

Bugatti Rimac-ის აღმასრულებელ დირექტორთან სრული სესიის სანახავად, გირჩევთ უყუროთ ქვემოთ მოცემული ვიდეოს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Rimac Nevera

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]