Nebulus Audi RS7 — სხვა ტუნინგ-პროექტებთან შედარებით საკმაოდ არაორდინალურია. ავტომობილის შექმნაში ავსტრიულმა ატელიე BlackBox-Richter – მა მიიღო მონაწილეობა, რომელიც სპეციალურად ავტომობილების ვინილის ფირით შეფუთვაზეა სპეციალიზებული.

Nebulus Audi RS7 Sportback — თითქმის 1000 ცხ. სიმძლავრით
Nebulus Audi RS7 Sportback – ს სიჩქარე შეუზღუდავია. ამიტომ „ტიუნერების“ ხელში ტესტების დროს ჰეჩბეკმა 363 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქარხნული ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ.-ია, მაგრამ მისი გაზრდა შესაძლებელია 280 და 305 კმ/სთ.-მდე, Dynamic და Dynamic plus პაკეტების დამატებით.

ძარაზე ორნამენტის დიზაინი ჰაიო ლემკემ შექმნა, გერმანული სტუდია EightEleven Design -იდან. თუმცა, ჩვენ ყველაზე მეტად RS7 – ის ტექნიკური მახასიათებლები გვაინტერესებს, რომელზეც გერმანული კომპანია HGP Turbo Retrofitting – ის სპეციალისტებმა იმუშავეს.

Nebulus Audi RS7 Sportback — თითქმის 1000 ცხ. სიმძლავრით
ნახშირკერამიკული სამუხრუჭე სისტემა ექვსდგუშიანი სუპორტებით და 440 მმ როტორებით წინა ღერძზე. დისკები – ქარხანელია, 285/30 R22 საბურავებით. ორმაგი ვინილით შეფუთვამ ერთი კვირა წაიღო.

ცნობილია, რომ Nebulus  RS7 –V8 ბიტურბო 4.0 ძრავა აყენია, რომელიც 962 ცხენის ძალას და 1250 ნიუტონ მეტრს ანვითარებს (ნაცვლად ქარხნული 600 და 800). ძრავას ახალი მართვის პროგრამა აყენია, გაუმჯობესებულია გამოსაბოლქვი სისტემა, ასევე წნევის ტურბოკომპრესორები.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

audi

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]