ეს ახალი, მზის ენერგიაზე მომუშავე ძვირადღირებული სამოგზაურო ფურგონი სასმელ წყალს ჰაერიდან გამოიმუშავებს

Living Vehicle-ის უახლეს ელექტრო ფურგონს სამოგზაურო ტრაილერები სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. თავისი უნიკალური სისტემით ის ახალ სტანდარტებს აწესებს.

ჰაერიდან მიღებული H2O

2023 წლის მოდელი ინოვაციური ახალი სისტემითაა აღჭურვილი, მას ჰაერიდან სასმელი წყლის მიღება შეუძლია.

LV-ის გუნდი ამბობს, რომ არცერთ სხვა მობილურ სახლს ან/და ფურგონს მსგავს ინოვაციურ ფუნქცია არ გააჩნია.

მოქმედების მექანიზმი

Watergen-ის მიერ შემუშავებული  წყლის ატმოსფერული გენერატორი ჰაერს იზიდავს, ფილტრავს მტვრისა და ჭუჭყისგან და შემდეგ სუფთა ჰაერს გათბობა/გაგრილების პროცესში რთავს.

ეს იწვევს კონდენსაციას და ვუალა, წყალი მზადაა. წყალი ძირითად განყოფილებას ონკანით შეუფერხებლად მიეწოდება.

ფურგონის სხვა “სიკეთეები”

საჭირო ნივთების გადასატანათ ფურგონს დიდი ზომის სათავსო მოჰყვება. ამ ინოვაციამდე ფურგონით მოგზაურებს, ავზის სიდიდის მიუხედავად, წყლის შეზღუდული მარაგი ჰქონდათ.

ახლა Living Vehicle-ს H20-ს უსასრულო მარაგი აქვს.

გარდა ამ ინოვაციური უპირატესობისა ფურგონი მზის პანელებითაა დატვირთული. „ბორტზე“ არსებული ყველანაირი აღჭურვილობა და ტექნიკა სწორედ მათი მეშვეობით მუშაობს.

შიგნიდან ფურგონის სალონი ძვირადღირებულ სასტუმროს ჰგავს. სალონში თანამედროვე ავეჯი, გერმანული სამზარეულო, სახლის კინო-თეატრი და სპა-აბაზანაა ჩაშენებული.

საძინებელ სივრცეში დიდი ზომის საწოლი დგას. ფურგონში ასევე Apple-ის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სამუშაო სივრცეა განთავსებული.

სამოგზაურო ფურგონი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

სამოგზაურო ფურგონი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]