ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ავტოპარკი, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებულია.
აღსანიშნავია, რომ კადიროვის გარაჟში, ავტომობილების უმრავლესობა აუქციონებზეა შესყიდული.
Bugatti Veyron

ეს ჰიპერქარი კადიროვის გარაჟში 2 ცალი დგას. ერთი ქარხნული კომპლექტაციით თვითონ შეიძინა, ხოლო მეორე მთლიანად კარბონშია ჩასმული და როგორც ამბობენ საჩუქრად მიიღო, მისი ფასი დაახლოებით 1,7 მილიონი დოლარია.
Lamborghini Reventon

კიდევ ერთი ექსკლუზიური ჰიპერქარი. ეს მანქანა სულ 20 ცალია გამოშვებული. ავტომობილი 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ია. დღეისთვის მისი ღირებულება 2,5 მილიონი დოლარს აჭარბებს.
Mercedes-Benz SLR McLaren

ეს სპორტული კუპე დაახლოებით 20 წლის წინ არის გამოშვებული. მანქანა 650 ცხენის ძალის მქონე 5,5 ძრავით არის აღჭურვილი. კადიროვის გარაჟში ავტომობილის ამერიკული ვერსიაა წარმოდგენილი.
Aston Martin One-77

ასტონ მარტინის ეს მოდელი სულ 77 ეგზემპლარია გამოშვებული. ბევრი ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური ამ მანქანით შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ 77-ვე მოდელი პრემიერამდე გაიყიდა.
Ferrari F430

ეს სუპერ მანქანა კადიროვს 30 წლის იუბილეზე აჩუქეს. ავტომობილის ღირებულება 450 ათასი ამერიკული დოლარია.
Mansory

ამ ატელიეს მიმართ კადიროვი განსაკუთრებულ სიყვარულს განიცდის, როგორც ამბობენ რამდენიმე წლის წინ “მანსორის” მფლობელი ჩეჩნეთშიც ჰყავდა მოწვეული, საქმე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აღნიშნული ტუნინგ-ატელიეს გახსნას ეხებოდა. კადიროვის კოლექციაში შესულია 700,000 დოლარის ღირებულების Mercedes-Benz AMG GT Mansory და Mercedes G63 AMG Sahara Edition Mansory.

ასევე მის მფლობელობაშია ექვს ბორბლიანი მონსტრი 840 ცხენით: Mansory – Mercedes-Benz G 63 AMG 6х6.

ჩეჩნეთის შეფის გარაჟში შეხვდებით რუსული წარმოების მანქანებსაც


