Hennessey Performance-ის გუნდი მანქანებს 2017 წლიდან სადღესასწაულო დეკორაციას ამაგრებს

Hennessey Performance-ის გუნდი 2017 წლიდან ყოველწლიურად ყველაზე “სწრაფი ნაძვის ხის“ გამოვლენის მიზნით ე.წ high-performance ავტომობილების სახურავზე ნაძვის ხეს ამაგრებს, სატერფულს აწვება და წარმოუდგენელ სიჩქარეს ავითარებს.

შეგახსენებთ, რომ Hennessey 1991 წლიდან მოდიფიცირების გზით ავტომობილების შესაძლებლობებს აუმჯობესებს და როგორც ჩანს, ზღვრამდე მხოლოდ ავტომობილების მიყვანა აღარ აკმაყოფილებდათ და გზად საახალწლო ნაძვის ხეც დაიმგზავრეს.

სწორედ ასე ჩამოყალიბდა ეს უცნაური „ ტრადიცია“ და ამ წლების განმავლობაში ყველაზე სწრაფი ნაძვის ხე 2019 წელს განახლებულმა Jeep Trackhawk-მა დაიმგზავრა.

And the oscar goes to…

თავისი „ბუნებით“ Jeep Trackhawk ისედაც ძლიერი მანქანაა, მაგრამ, როგორც ჩანს ჰენესის ეს არ აკმაყოფილებდა.

“მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ნაძვის ხე”

ტრადიციული ძრავი Hellcat-ის 6.2 ლიტრიანით ჩაანაცვლეს, დააყენეს უფრო ძლიერი კომპრესორი, გამონაბოლქვი სისტემა და შედეგად 1012 ცხენის ძალა მიიღეს, რომლის მეშვეობითაც ჯიპი 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.6 წამს ანდომებს.

2021 წლის “პრეტენდენტი”

წელს, ჰენესიმ, ტრადიციის გასაგრძელებლად კომპანიის დამფუძნებლის ჯონ ჰენესის პირადი მანქანა 2021 წლის Porsche 911 Turbo S გამოიყენა.

და რა თქმა უნდა, არც ეს არის ტრადიციული 911 Turbo S. კომპანიამ თავისი შემოქმედებითი ხელი მასაც დაატყო და სიმძლავრე 750 ცხენის ძალამდე გაუზარდა. (ეს მაჩვენებელი სტანდარტულ მოდელზე 110-ით მეტია).

საბოლოოდ, ავტომობილის და ნაძვი სხის ტანდემმა 281 კმ/სთ დააფიქსირა. ასე რომ ყველაზე სწრაფი ნაძვის ხის ტიტული კვლავ 2019 წლის Jeep Trackhawk-ის მეწყვილეს ეკუთვნის

Hennessey

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიადევიდ ბექჰემი პერსონალიზებულ, Miami United FC-ით შთაგონებულ Maserati MC20-ს ქმნის
შემდეგი სტატიაLamborghini Aventador-ის შემცვლელი პირველად დააფიქსირეს