გადავაჯვარედინოთ თითები და 2022 წლამდე ბუგატის ახალ ჯიპს მოთმინებით დაველოდოთ

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან ბუგატი თავის ჩვეულ დიდებულებას იბრუნებს და მსოფლიოს შთამბეჭდავი მანქანებით ანებივრებს.

Bugatti EB110-სა და Bugatti Veyron-ს შორის, მთელი ათწლეულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრენდისთვის, ეს საშეღავათო პერიოდი იყო მომავალი დიდებული გეგმების დასაგეგმ-განსახორციელებლად.

2018 წლის ბოლოს კომპანიამ მიგვანიშნა, რომ ის „რაღაც“ განსხვავებულზე მუშაობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს „რაღაც“ ძვირადღირებული ჯიპი იყო.

სულ საწყისამდე თუ გავყვებით 2009 წლის პერიოდის ჭორებამდე მივალთ, სწორედ მაშინ გამოჩნდა Bugatti 16C Galibier კონცეფცია.

ზოგი ფიქრობდა, რომ ბუგატი სედანისკენ აიღებდა გეზს, ამ ფიქრს კი 1990-იან წლებში „გამოჩენილი“ სამი თუ ოთხი სედანის კონცეფცია ამყარებდა.

ჭორები დიდებულ სედანზე მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტმა და ბუგატის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ვინკელმანმა „განსხვავებულ“ აღნაგობას გაუსვა ხაზი.

სიახლე, 1926 წლის Bugatti Type 41 Royale-ის თანამედროვე ვერსია უნდა ყოფილიყო.

ახალი მანქანის კონცეფციაში დიზაინის ცვლილებასთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა დიდი ცვლილებებიც იქნება. საბოლოოდ ეს საკულტო „ნაგებობა“ ჯიპის სახით „რეინკარნირდება“.

ბუგატის გულშემატკივრებმა და ენთუზიასტებმა ამ თემატიკის არაერთი რენდერი შექმნეს.

ბუგატის ჯიპის დიზაინი

ბუგატს, როგორც ბრენდს გამორჩეული და სახასიათო დიზაინის ენა აქვს, ამ ინდივიდუალიზმს ბრენდი თავის შთამბეჭდავ მანქანებში გადმოსცემს. უნდა ვივარაუდოთ რომ კომპანია თავის უნიკალურ სახეს ჯიპის შემთხვევაშიც გამოიყენებს.

ზოგი ამბობს, რომ ჯიპს Chiron-ით შთაგონებული წინა და გვერდითი პროფილი ექნება. იმასაც ვარაუდობენ, რომ ჯიპს უფრო გამორჩეული ფარები ექნება, ის არ იქნება ისეთი ვიწრო, როგორიც შირონს აქვს.

ამბობენ, რომ ახალ ჯიპსაც, Chiron-ის მსგავსად 8,0 ლიტრიანი,4-ცილინდრიანი, W-16 ძრავი ექნება, ეს მონაცემები კი ჯიპისთვის საკმაოდ არარეალურად გამოიყურება.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ რეალური მონაცემების და პირდაპირი წყაროების მოლოდინში ამ მითქმა-მოთქმას ვუსმინოთ და ბუგატის ახალ „დიდებულებას“ მოთმინებით დაველოდოთ.

ბუგატი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-AMG GT Coupe-ს და Roadster-ის წარმოება დეკემბერში დასრულდება
შემდეგი სტატიაLotus Elise-ს ელექტრულ მემკვიდრეს 2026 წლისთვის ვიხილავთ