Ferrari Daytona- მარანელოს ერთ-ერთი გამორჩეული, მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული კლასიკა

V12 ძრავის მქონე Ferrari Daytona ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ძვირადღირებული და უნიკალური კლასიკაა.

ამ „ექსპონატის“ ენთუზიასტებს, აუქციონი RM Sotheby შანსს აძლევს და მათ Daytona Junior-ს 30 000 დოლარად სთავაზობს.

მსოფლიოში ცნობილმა, პატარა ზომის ავტომობილების (როგორც ბენზინზე, ასევე ბატარეაზე მომუშავე) შემქმნელმა კომპანია Harrington-მა Daytona Junior-ი დაამზადა.

ავტომობილი ერთცილინდრიან, 0.1 ლიტრიან ძრავზე მუშაობს და ჰაერის გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი.

ავტომობილი 6,8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 6.6 ნიუტონ მეტრია. სამ-სიჩქარიანი, თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფი უკანა ბორბლებს ამუშავებს.

მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, თუმცა, ავტომწარმოებელი დამატებით სიჩქარის შემზღუდველს გვთავაზობს. (ეს დეტალი არასრულწლოვნების საჭესთან ჯდომის შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული).

„კლასიკა“ საკმაოდ მყარ, ფოლადის შასიზე ზის. კორპუსი მინაბოჭკოვანი მასალისაა. ავტომობილს დამოუკიდებელი, გაზის ამორტიზატორებით აღჭურვილი სუსპენზია აქვს. გაგიკვირდებათ და მას Brembo-ს მუხრუჭები და ვენტილირებადი დისკები აქვს.

გარდა ამისა, მანქანას კბილანებიანი საჭე და რეგულირებადი სატერფულები აქვს (მოზარდებისთვის).

ინტერიერის მორთვასთან დაკავშირებული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, ჰარინგტონი ამბობს, რომ მათ, მომხმარებლის გემოვნებიდან გამომდინარე, ვინილის ან ტყავის სალონის გაკეთება შეუძლიათ.

რაც შეეხება „დეიტონა ჯუნიორის გაბარიტებს”- მისი სიგრძე 2,5 მეტრია, სიგანე – 0,98 მეტრი, სიმაღლე- 0,78. წონა კი მხოლოდ 220 კგ-ია.

RM Sotheby-ს შეფასებით მანქანის ღირებულება 22,500 დოლარიდან 33,500 დოლარამდე იქნება.

PHOTO GALLERY- Mini Ferrari Daytona

Ferrari Daytona

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“
შემდეგი სტატიაFerrari 2022-ში Purosangue-ს, შთამბეჭდავი ჯიპის წარმოებას დაიწყებს