მერსედესმა G-კლასი, იგივე “გელენდვაგენი” გრადიენტი ფერით წარმოგვიდგინა.

ფერის ცვლილება ავტომობილის ცხვირიდან იწყება და მთელ მანქანას გასდევს. მანქანა წინა ნაწილში ვარდისფერია, შემდეგ იისფერში გადადის, კარები ლურჯ-მწვანედ, ხოლო მანქანის უკანა ნაწილი ყვითლად არის შეღებილი.

შავი დისკები და სახურავის კანტი ავტომობილს განსაკუთრებულ კონტრასტს მატებს.

ამ მომენტისთვის მერსედესი ახალ G-Class-ზე 4×4 Squared-ზე მუშაობს, ის არსებული ყველგანმავალის დახვეწილი ვერსია იქნება. მას უფრო მაღალი კლირენსი, ფართო გვერდითა ფრთები და სახურავზე საბარგული ექნება.

აღსანიშნავია რომ Mercedes არ არის პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც Pride-ს ფერადი ავტომობილი მიუძღვნა, ამ მხრივ განსაკუთრებით ევროპული ავტო მწარმოებლები აქტიურობენ.

მათ შორის Ford-მა გერმანიაში, ცოტა ხნის წინ Ranger Raptor ცისარტყელით და ოქროს ნაწილაკებით მორთო.  მწარმოებელმა მას Very Gay Raptor უწოდა.

პრაიდის აღნიშნა უყვარს Bentley-საც, 2020 წელს მან ცისარტყელის ფერად შეღებილი Bacalar-ის დემონსტრირება გააკეთა. ავტომწარმოებელმა სპეციალური ივენთის Virtual Pride 2020-ის წინ Continental GT Convertible-იც ცისარტყელით გამოუშვა.

BMW-მაც LGBT Pride-ის საპატივცემულოდ 2020 წელს თავისი მე-8 სერიის კაბრიოლეტს ცისარტყელის მსგავსი ფირი გადააკრა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Mercedes LGBTQ

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]