მთავარი სიახლეები MERCEDES-BENZ Mercedes-Maybach EQS SUV Concept-ის დებიუტი- უნაკლოდ სტილიზებული ელექტრომანქანა

Mercedes-Maybach EQS SUV Concept-ის დებიუტი- უნაკლოდ სტილიზებული ელექტრომანქანა

624

Mercedes-Maybach EQS SUV– ის კონცეფციის დებიუტი მიუნხენში შედგა, ამბობენ, რომ ეს ახალი, სრულად ელექტრომობილი  „ფუფუნებაზე ორიენტირებული“ მარკის კიდევ ერთი შედევრი იქნება.

როგორც მაიბახი აანონსებს ახალი კონცეფცია სრულიად რეალურია და ამ ვერსიას 2022 წელს ვიხილავთ.

ახალ კონცეფციას, მისი ელექტრიფიცირებული პარამეტრების გათვალისწინებით, დიდი ცხაური არ სჭირდება. ავტომობილის წინა ნაწილისთვის სახასიათოა ვრცელი, განიერი პანელი, პრიალა, ვერტიკალური, წვრილი ზოლებით, შავ ფონზე.

წითელისა და შავის კომპოზიციური შერწყმა

Mercedes-Maybach EQS SUV Concept-ის დებიუტი- უნაკლოდ სტილიზებული ელექტრომანქანა
ავტომობილი გაყიდვაში 2022 წელს ჩაეშვება

ქვედა სარტყელს მეტალის სავენტილაციო ჟალუზები აქვს. გლუვი და მინიმალისტური ფრთები გარშემო მიუყვება მთელს მანქანას.

კარებს აქვს მოძრავი, სლაიდური სახელურები, ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც ვინმე უახლოვდება. მძღოლისთვის კარები, ავტომატურად იხსნება.

Mercedes-Maybach EQS concept-ი ორ ფერშია წარმოდგენილი, ეს არის ობსიდური შავი მეტალის და ცირკონის წითელი მეტალის კომპოზიციური შერწყმა

“საიდენტიფიკაციო” ემბლემა-M

Mercedes-Maybach EQS SUV Concept-ის დებიუტი- უნაკლოდ სტილიზებული ელექტრომანქანა
B-სვეტზე დაპრინტულია ემბლემა M

მანქანის სვეტებს გარს აკრავს მეტალის კანტი. B-სვეტზე დაპრინტულია ემბლემა M. მანქანა დადის თასის ფორმის,  უზარმაზარ, 24-ინჩიან ბორბლებზე.

”უახლესი წარმოების კონცეფციის მანქანა წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ თანამედროვე ელექტროძრავის ტექნოლოგია და „პიონერული“ ინფო-გართობა MBUX Hyperscreen-ით იდეალურად ერწყმის მაიბახის გამორჩეულ ოსტატობას და დახვეწილ ინტერიერს” Mercedes-Benz-ის „მაღალი კლასის ავტომობილების“  ჯგუფის ხელმძღვანელი – ფილიპ შიმერი.

ღრმა, ლურჯი ზღვისა და “ოქროსფერი ვარდის” გრადაცია

Mercedes-Maybach EQS SUV Concept-ის დებიუტი- უნაკლოდ სტილიზებული ელექტრომანქანა
ავტომობილის იატაკი დაფარულია ხელოვნური ბეწვით

ავტომობილის სალონი შთაგონებულია იახტის კონცეფციისგან. უკანა ცენტრალური კონსოლი გაწყობილია ვარდისფერ-ოქროსფერი ტონალობის ზოლიანი მომინანქრებული ზედაპირით. დანარჩენი მასალა ღრმა, ლურჯი ზღვისფერია. იატაკი დაფარულია ხელოვნური ბეწვით.

წინა სავარძლის მგზავრები პირდაპირ უყურებენ მთელს სიგანეზე გადაჭიმულ ეკრანს. უკანა სავარძლის მგზავრებს კი 12.3-ინჩიანი OLED მონიტორი აქვთ.

მერსედესი 2022 წლისთვის EQS ჯიპის ვერსიის წარმოებასაც გეგმავს. ხოლო მაიბახის ვარიანტი ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Mercedes-Maybach-EQS

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]