Mercedes Vision AMG კონცეფცია საუკეთესო გარეგნობის მანქანაა, რა ხდება მაშინ, როდესაც AMG ათწლეულის ბოლოს შიდა წვის ძრავებს ემშვიდობება

Mercedes-AMG შიდა წვის ძრავთან გამოსამშვიდობებლად ემზადება და ის, რითიც მათ ჩანაცვლებას აპირებს, უბრალოდ შთამბეჭდავია.

გერმანულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა Capital Markets Day-ის (კაპიტალის ბაზრის) ღონისძიების ფარგლებში, მონტე-კარლოს ულამაზეს სასტუმროში Maybourne Riviera-ში თავისი სრულიად ახალი და დიდებული Vision AMG კონცეფცია წარადგინა.

ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი (Capital Markets Day)

Mercedes-მა სრულიად ელექტრო Vision AMG კონცეფცია წარადგინა
ბრენდს ფორმულა 1-ის მრბოლელები ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი დაეხმარნენ

დახვეწილი კონცეფცია, რომლის გამოვლენაშიც ბრენდს ფორმულა 1-ის მრბოლელები ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი დაეხმარნენ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რისი შექმნა შეუძლია ავტომწარმოებლის მაღალი ეფექტურობის ქვებრენდს მაშინ, როდესაც ის შიდა წვის ძრავიან მოდელებს საბოლოოდ ჩამოშორდება.

Mercedes-Benz-ის ელექტრიფიკაციისადმი ვალდებულების განმტკიცების შემდეგ, Vision AMG ოთხკარიანი კონცეფცია სრულიად ახალი AMG.EA ელექტრო პლატფორმაზე შეიქმნა.

„ჩვენ ამ არქიტექტურის შექმნა ნულიდან, ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ, ის AMG-ის ელექტრომომავალია“- გორდენ ვაგენერი, Mercedes-Benz-ის დიზაინის მთავარი ოფიცერი.

მოტოსპორტით შთაგონებული Vision AMG თავისი დიზაინით და პროპორციებით უნიკალურია- დაბალი პროფილი, ბორბლების გრძელი ბაზა, სახურავი, რომელიც უკანა მხარეს ერწყმის და ავტომობილის fastback სტილს განაპირობებს.

Vision AMG -ის fastback უკანა ნაწილი

Mercedes-მა სრულიად ელექტრო Vision AMG კონცეფცია წარადგინა
უკანა ნაწილით ავტომობილი ბრენდის Vison EQXX კონცეფციის მსგავსია

უკანა ნაწილით ავტომობილი ბრენდის Vison EQXX კონცეფციის მსგავსია (ცოტა ხნის წინ კონცეფციამ ერთჯერადი დამუხტვით 998 კმ-იანი დისტანცია დაფარა).

„EQXX-ის უკანა ნაწილი ეფექტურობისთვისაა ოპტიმიზებული, ხოლო ახალი კონცეფციის შემთხვევაში ეფექტურობას შესრულების ასპექტიც ემატება“- ამბობს ვაგენერი.

ის ასევე ამბობს, რომ კონცეფცია 1970-იანი წლების Le Mans-ის სარბოლო მანქანებით იყო შთაგონებული.

ესთეტიკური დამატებები მოიცავს-6 „ბუტაფორულ“ გამოსაბოლქვ მილს და  ავტომწარმოებლისთვის დამახასიათებელ „პანამერიკანა“ ცხაურს, რომელსაც ღიობების იმიტირებისთვის მანათობელი ზოლები აქვს დამატებული. (ცხაურის ეს ტიპი მერსედესმა პირველად 1952 წელს 300SL-ზე გამოიყენა).

კონცეფციის „ხელმოწერის“ ერთ-ერთი დეტალი მინიმალისტური ფარებია, რომლებიც „კაპოტის“ კუთხეებში ბრენდის ლოგოს ქმნიან.

“Panamericana” ცხაური

Mercedes-მა სრულიად ელექტრო Vision AMG კონცეფცია წარადგინა
კონცეფციის „ხელმოწერის“ ერთ-ერთი დეტალი მინიმალისტური ფარებია, რომლებიც „კაპოტის“ კუთხეებში ბრენდის ლოგოს ქმნიან.

სხვა მახასიათებლებზე არ საუბრობენ, თუმცა დიზაინერი აღნიშნავს, რომ Vision AMG-ს “გიჟური ცხენის ძალა” ექნება.

ამ პუნქტის ხაზგასასმელად, მანქანა ფორმულა 1-ის ისეთივე ბორბლებს იყენებს, როგორსაც Mercedes-AMG Petronas-ის გუნდი.

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე მერსედესმა 1955 300 SLR Uhlenhaut Coupé-ს გაყიდვა დაადასტურა და ამ ფაქტით ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა გახდა. ის 142,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რთული იქნება ვინმემ 1955 300 SLR Uhlenhaut Coupé დაივიწყოს, თუმცა, Vision AMG იყო ნიშანი იმისა, რომ მერსედესის მომავალი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც წარსული.

Vision AMG

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMcLaren-ი და BMW შესაძლოა ელექტრო სუპერმანქანების ახალ ხაზში გაერთიანდნენ
შემდეგი სტატიაRolls-Royce-ის “ოტ კუტიური” Boat Tail-ი დაბრუნდა