Mercedes-ის ახალი T-კლასის ფურგონის დებიუტი 29 აპრილს შედგება.

Mercedes-მა თავისი ახალი T-კლასის ფურგონის პირველი თიზერი 2020 წელს გამოაქვეყნა. ეს გადახედვა ფურგონის ფორმას უსვამდა ხაზს.

ერთი წლის შემდეგ მერსედესმა Concept EQT, მისი ახალი მოდელის სრულიად ელექტრო ვერსია წარმოადგინა.

Gallery: Mercedes Concept EQT

ავტომწარმოებელმა მაშინ აღნიშნა, რომ ახალ T-კლასს 2022 წელს გამოუშვებდა და ასეც გეგმავს… ახალი ფურგონის დებიუტი 26 აპრილს შედგება.

მერსედესის ახალი თიზერი სწორედ ამ ინფორმაციის გაცნობას ემსახურება. სურათზე წარმოდგენილია ფურგონის წინა ნაწილი, რომელსაც ბრენდისთვის დამახასიათებელი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ცხაური და ფარები აქვს.

Mercedes T-Class

Mercedes-მა ახალი T-კლასის ფურგონის თიზერი გაავრცელა
ფურგონს ბრენდისთვის დამახასიათებელი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ცხაური და ფარები აქვს.

ეს ყველაფერი მერსედესის თანამედროვე სტილის დეტალებითაა შეფუთული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ T-კლასი კონცეპტუალური ელექტრო ფურგონის EQT-სგან სრულიად განსხვავდება.

ოჯახის ახალი წევრი

ახალი ფურგონი Citan-ის ხაზის ახალი წევრი იქნება. Citan-ი Daimler-ისა და Renault-ის ერთობლივი პროექტია. ფურგონმა 2022 წელს, ვიზუალური თვალსაზრისით, დიდი ცვლილება განიცადა.

მერსედესი Citan-ს ასახელებს, როგორც კომერციულ მანქანას, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ის ასევე სამგზავრო ფურგონის ამპლუაშიც ხელმისაწვდომია.

ფურგონი აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის

მერსედესი ახალი T-კლასის მიმართ განსხვავებულ მიდგომას ახორციელებს – ავტომწარმოებელი ფურგონს ასახელებს, როგორც-

„პრემიუმ პატარა ფურგონი, აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულთათვის“.

რას ნიშნაცს ეს, ან როგორ განასხვავებს მერსედესი ამ ორ პროდუქტს? ამ კითხვებზე პასუხს სულ მოკლე ხანში გავიგებთ.

მრავალფეროვანი და საინტერესეო დეტალები

Mercedes-ის თქმით, ახალი T-კლასი თავის მომხმარებლებს „ცვლად ინტერიერს“ შესთავაზებს. ეს არ იქნება მხოლოდ სავარძლების დაკეცვა/მოხსნა, აქ გარკვეული კონფიგურაცია იგულისხმება.

რა თქმა უნდა ფურგონი ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას და უსაფრთხოების სისტემას შემოგვთავაზებს.

ვარაუდობენ, რომ მერსედესი ფურგონს ბენზინისა და დიზელის ძრავების სპექტრს შესთავაზებს, საუბარია ჰიბრიდზეც…

ჯერ არ ვიცით წარადგენს თუ არა ავტომწარმოებელი სრულ დიაპაზონს მომავალ თვეში დაგეგმილი დებიუტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ ავტომწარმოებელი მანქანას 26 აპრილს, სამშაბათ დღეს წარადგენს.

Mercedes

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაOpel Rocks-e Kargo- იდეალური ელექტრომობილი მიწოდების, ე.წ „დელივერი“ სერვისისთვის
შემდეგი სტატიაLotus Eletre-ელექტრო ქროსოვერის დებიუტი