ახალ ელექტრულ Mercedes eSprinter-ს ყველაფერი შეუძლია

Mercedes-Benz-მა იცის, რომ თავისი მომხმარებლები მიკროავტობუსის ტიპის მანქანებს რთულ კლიმატურ პირობებშიც იყენებენ, ამიტომ ავტომწარმოებელი თავისი ახალი eSprinter-ის ზამთრის გამძლეობის/ცივი ამინდის ტესტირებას სერიოზულად ეკიდება.

მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ავტომობილი ელექტროა, მას რაიმე განსაკუთრებული მოპყრობა არ სჭირდება.

eSprinter-ის დებიუტი 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, იქამდე, კი როგორც უკვე აღვნიშნე მიკროავტობუსი სერიოზულ ტესტირებებს გადის.

ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი პროდუქტი უკიდურეს სიცივესა და სიცხეს ეფექტურად გაუმკლავდეს და შესაბამისად, მომხმარებლებმა კომერციული მანქანების ახალი თაობის მიმართ უკვე დიდი ხნის მოპოვებული ნდობა შეინარჩუნონ.

ტესტირება სკანდინავიურად

შვედეთში, Arjeplog-ში Mercedes-Benz-ი კომერციული მანქანების მომავალს ქმნის. ახალი eSprinter-ი ამ ეტაპზე მინუს 30-ი გრადუსი ტემპერატურის ტესტირებას გადის.

თუ ის ასეთ ექსტრემალურ ყინვას ეფექტურად ართმევს თავს, ჩვეულებრივი ზამთრის პირობებში მას მუშაობა არ გაუჭირდება.

Mercedes-ის თანახმად, შვედეთის Arjeplog-ში, არქტიკული წრის მახლობლად, რთულ საგამოცდო მოედნებზე, მანქანები სხვადასხვა ტიპის ტესტირებას გადიან, მათ შორის მოიაზრება- ექსტრემალური სიცივის გავლენა მართვაზე, ერგონომიკაზე, თერმულ მართვაზე და სალონის კომფორტზე.

Mercedes-Benz-ი eSprinter-ისთვის სამი განსხვავებული ბატარეის ვარიანტის შეთავაზებას გეგმავს, თითოეული მათგანი მკაცრ ტესტირებას გაივლის. ტესტირება სხეულის სხვადასხვა შესაძლო სტილსაც მოიცავს.

Mercedes-Benz eSprinter-ის წარმოება ჯერ ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში დაიწყება და შემდეგ გერმანიაში, დუსელდორფის და ლუდვიგსფელდეს ქარხნებში გაგრძელდება.

Mercedes eSprinter

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFord-მა ელექტრომობილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით Tesla-ს წამყვანი ინჟინერი ალან კლარკი დაიქირავა
შემდეგი სტატიათუ მიწისძვრის დროს ავტომობილში იმყოფებით