2023 Mercedes-AMG EQE-ს სტანდარტული AWD სისტემა ექნება და ის გაძლიერებულ რეჟიმში 677 ცხენის ძალას უზრუნველყოფს

რამდენიმე წლის წინ Mercedes-AMG-ის ახალი მოდელის ხსენებისას ტვინის ნეირონები „სმენით“ მეხსიერებას დაარტყამდნენ იმპულსს და მომენტალურად მძლავრი V8-ს შთამბეჭდავ ხმას გაიგონებდით.

დღეს შიდა წვის ძრავის ხმა ელექტრონულმა სიმძლავრემ ჩაახშო და დიახ, ხმას ვეღარ გაიგონებთ, მაგრამ ეპინეფრინის გამოთავისუფლებას კვლავინდებურად იგრძნობთ!

უნიკალური ფორმულა

ორი მოდიფიცირებული ელექტრო ძრავის მეშვეობით ახალი Mercedes-AMG EQE 677 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ Affalterbach-ისეული უნიკალური ფორმულა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ძრავის ხმოვანი „ფლეილისთი“.  

გადაჭარბებული სიმძლავრე კვლავ AMG-ის ფოკუსური წერტილია. თავდაპირველად AMG EQE-ს სტანდარტული 4Matic+ სისტემა და AMG-ის მოდიფიცირებული ორმაგი ძრავი ექნება.

მახასიათებლები

სტანდარტული მოდელი 617 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 950 ნიუტონ მეტრია.

არჩევითი Dynamic Plus პაკეტი ავტომობილის ფუნქციებს აძლიერებს და შედეგად შთამბეჭდავ, 677 ცხენის ძალას ვიღებთ, ბრუნვის მომენტი ამ შემთხვევაში 1001 ნიუტონ მეტრამდე იზრდება.

EQE-ს Race Start რეჟიმისა და 90.6 კვტ/სთ ბატარეის გამოყენებით 0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3.2 წამი სჭირდება.

გაძლიერების გარეშე ელექტრიფიცირებული AMG ბოლომდე დახვეწილი ჯერ კიდევ არ არის, ამ შემთხვევაში ის 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.4 წამს ანდომებს.

Dynamic Plus პაკეტის შემთხვევაში ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 239კმ/სთ-ია. სტანდარტული კონფიგურაციის შემთხვევაში კი 220 კმ/სთ.

დიაპაზონი

რაც შეეხება დიაპაზონს- ავტომწარმოებლის თქმით AMG EQE-ს WLTP დიაპაზონი 444 კმ-დან 518 კმ-მდე იმერყევებს. სტანდარტული მოდელის შემთხვევაში კი დიაპაზონი 660 კმ-მდე იზრდება.

170 კვტ-მდე სწრაფი დატენვისას ავტომობილი დახარჯულ 180 კმ-ს 15 წუთში აღიდგენს. დიაპაზონის ცვლილება AMG EQE-ის ექსტერიერის მცირე შესწორებებმაც განაპირობა.

ექსტერიერი და ინტერიერი

შეიცვალა შავი ვერტიკალურზოლებიანი პანელური ცხაური, ავტომობლს შავი დახვეწილი, სავენტილაციო ხვრელებიანი წინა სპლიტერი აქვს, განახლდა უკანა დიფუზორი, ბორბლები და სპოილერი.

რაც შეეხება ინტერიერს- შიგნით AMG-ის განახლებულ სპორტულ სავარძლებს ნახავთ. რა თქმა უნდა გამოყენებულია MBUX სისტემა, AMG-ის სპეციფიკური ფუნქციებით.

Mercedes ამ ეტაპზე ფასსა და ხელმისაწვდომობაზე არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია, რომ მისი გაყიდვები წელს დაიწყება.

Gallery: 2023 Mercedes-AMG EQE 53 4Matic+

Mercedes-AMG EQE

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (აპრილი/მაისი)
შემდეგი სტატია2023 წლის Porsche Macan T ე.წ Touring ჯიპი ოჯახისთვის