მისი უდიდებულესობა 2022 Mercedes-AMG SL-კაბრიოლეტი „All-Wheel Drive“ სისტემით და V8 ძრავით

დიდების 70 წელი

2022 Mercedes-AMG SL-ის დებიუტი- ლეგენდის დაბრუნება
ახალ მოდელს 2+2 ინტერიერი აქვს (მეტი ადგილი, მეტი მხიარეულება)

მერსედესის პორტფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სახელწოდება- SL, თითქმის, 70 წელია არსებობს. R232 თაობის მოდელი საბოლოოდ აქ არის და ის რადიკალურად განსხვავდება მისი ძველი, კლასიკური წინამორბედისგან- როგორც პლატფორმით, ასევე დიზაინით (ინტერიერ/ექსტერიერით) და ტექნოლოგიით.

აღსანიშნავია, რომ ახალ მოდელს 2+2 ინტერიერი აქვს (მეტი ადგილი, მეტი მხიარეულება) როგორც ვხედავთ, ძირითადად, ყველაფერი შეიცვალა გარდა იმისა, რომ ახალი Sport Leicht-ი 2022 წელს კვლავ „როდსტერის“ უნიკალური ფორმულით განიხილება.

შეცვლილი ვიზუალი

2022 Mercedes-AMG SL-ის დებიუტი- ლეგენდის დაბრუნება
ავტომობილი ექსკლუზიურად AMG-ის „ფრთებქვეშ“ გაიყიდება.

GT Roadster-ის შემცვლელი, ახალი SL, უშუალოდ Benz-ის ბრენდის მოდელი აღარ არის, ის ექსკლუზიურად AMG-ის „ფრთებქვეშ“ გაიყიდება.

ავტომობილის სტილი მერსედესის უახლესი დიზაინის ენას მიჰყვება, მას ექსტერიერის უფრო მკვეთრად გამოხატული დეტალები აქვს. მას ვერტიკალურზოლებიანი ე.წ „Panamericana“ ცხაური და CLS-ის მსგავსი კუთხოვანი ფარები აქვს.

2+2 ადგილიანი კაბრიოლეტი

2022 Mercedes-AMG SL-ის დებიუტი- ლეგენდის დაბრუნება
ავტომობილის სიგრძე, დაახლოებით 4,7 მეტრია

ავტომობილის სიგრძე, დაახლოებით 4,7 მეტრია. დახვეწილი გვერდითი პროფილი, უახლესი S-კლასის მსგავსად კარის ელექტრონული სახელურებითაა აღჭურვილი.

ლითონის უნიკალურ კორპუსს სახურავის სამფენიანი ქსოვილი კომპოზიციურად ერწყმის და ამ დეტალით, ინჟინრებმა, ავტომობილის წონა, დაახლოებით, 21 კილოგრამით შეამცირეს.

AMG-ის დნმ

გადავინაცვლოთ უკან, მისი ოთხკუთხედი გამონაბოლქვი AMG ხაზის მაღალი ხარისხის ავტომობილზე მიუთითებს. ფართე უკანა სამუხრუჭეები ავტომობილს შთამბეჭდავ იერს აძლევს, ხოლო მანქანის უკანა ნაწილზე კომპაქტურად ინტეგრირებული მოძრავი სპოილერი, ფუნქციურად მრავალმხრივ დატვირთულია.

ულტრათანამედროვე და ფუნქციონალური

ავტომობილს ტყავით მოპირკეთებული ოთხადგილიანი ინტერიერი აქვს. ის ფართო დისპლეიზე აღბეჭდილ MBUX უახლეს ინფო-გასართობ სისტემას იყენებს.

მას 11,9 ინჩიანი მოძრავი სენსორული ეკრანი აქვს, რომელსაც 12,3-ინჩიანი სრულად ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი უერთდება. ავტომობილს უახლესი Airscarf გათბობის სისტემა აქვს.

ავტომობილის “სიღრმეში”

2022 Mercedes-AMG SL-ის დებიუტი- ლეგენდის დაბრუნება

პირველად, SL-ი ყველა ბორბლიანი ამძრავითაა (AWD) ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ტრანსმისიას, ის ცხრა სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება.

თავდაპირველად SL-ის 2 ვარიანტს ვიხილავთ(SL 55 და SL 63), ორივე მათგანი 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავით იქნება აღჭურვილი.

საბაზისო მოდელი 469 ცხენის ძალას და 700 ნიუტონ/მეტრ ბრუნვის მომენტს გვთავაზობს. შედარებით უფრო მძლავრ ვერსიას 577 ცხენის ძალა და 800 ნ/მ ბრუნვის მომენტი ექნება. (მერსედესი ახალ SL-ს არჩევითი აეროდინამიკური პაკეტით გაყიდის)

ბრენდი ფასზე და ხელმისაწვდომობაზე არ საუბრობს, თუმცა, მისი წარმოება, სავარაუდოდ, 2022 წლიდან დაიწყება.

GALLERY: 2022 Mercedes-AMG SL

AMG SL

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLand Rover-მა 2022 წლის Range Rover-ი წარადგინა
შემდეგი სტატიაცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა