Mercedes-Benz-ი ელექტრომობილების ქარხნების მშენებლობის გეგმაზე მუშაობს, დედლაინად მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარი სახელდება
ძველი ავტომწარმოებლების უმეტესობის მსგავსად Mercedes-Benz-ი ელექტრიფიკაციის ფართო გეგმას სახავს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
გერმანია, სინდელფინგენი, Mercedes-Benz-ის მთავარი ქარხანა

ამ ეტაპისთვის გერმანული ავტომწარმოებელი ელექტრულ ხაზს თავის ქარხნებში, შიდა წვის ძრავიან ავტომობილებთან ერთად აწარმოებს.
„სრულიად ახალი ბატარეაზე მომუშავე ლექტრომობილების ქარხნის აშენებას დრო სჭირდება“- იორგ ბარზერი, ხაზის წარმოების ხელმძღვანელი
როიტერთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ელექტრომობილებს შიდა წვის ძრავიან ავტომობილეთან ერთად თავიანთ ქარხნებში აწარმოებენ.
„მომდევნო რამდენიმე წელში ჩვენ გვექნება ქარხნები, რომლებიც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებენ, ასევე ვფიქრობთ, რომ ათწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი ქარხნები სრულად ელექტროწარმოებაზე გადავლენ“
Mercedes-Benz-მა 2021 წლის განმავლობაში 2,054,962 მანქანა გაყიდა, გაყიდული ავტომობილების 2.3% ელექტრო იყო, 11% კი- ჰიბრიდი.
ვარაუდობენ, რომ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წილი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
გერმანული ავტომწარმოებელი ფიქრობს, რომ 2025 წლისთვის გაყიდული მანქანების 50% სწორედ ელექტრო და ჰიბრუდულ მოდელებზე მოვა.
Reuters-თან საუბრისას ბარზერმა აღნიშნა, რომ Mercedes-Benz ამჟამად თავის ელექტრომობილებს სინდელფინგენის მთავარ ქარხანაში წარმოებული ბატარეით კვებავს.
მერსედეს ბენცის ელექტრო მოდელი EQE

მერსედესის მომდევნო ელექტრომობილი, რომელსაც საზოგადოება იხილავს EQE იქნება. მისი წარმოება წლის ბოლოსთვის გერმანიაში ბრემენის ქარხანაში დაიწყება.
სამომავლოდ ავტომწარმოებელი პეკინის/ბეიძინის და ტუსკალოზას (ალაბამა) ქარხნებსაც გამოიყენებს.