Mercedes-Benz EQE-ს SUV ვერსიის დებიუტი 16 ოქტომბერსაა დაგეგმილი, დიდ გაელვებამდე, ავტომწარმოებელი საბოლოო თიზერს გვთავაზობს

Mercedes-Benz EQE-ს ოფიციალურ დებიუტამდე მხოლოდ ორი დღე დარჩა. პრემიერა 16 ოქტომბერს შედგება და გერმანელი ავტომწარმოებელი თავის ახალ ელექტრო SUV-ს საბოლოოდ წარადგენს.

Mercedes-ი თავის EQ ფლოტს 16-17 ოქტომბერს პარიზში, როდენის მუზეუმის ბაღებში გამოფენს. იქვე წარადგენენ კონცეპტუალურ მანქანებსაც, რომლებიც მერსედესის ელექტრო მომავალს განასახიერებენ.

ნულოვანი ემისიის ახალ წევრზე საავტომობილო სივრცეებში ბევრი ითქვა, მაგრამ მოსმენილს ნანახი სჯობს და სანამ ვნახავთ, მერსედესი საბოლოო თიზერითაც გვანებივრებს.

თიზერი EQE-ს ექსტერიერის უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა. უფრო სწორად თვალსაჩინოა მისი წინა ნაწილი.

სხვას არც ველოდით, SUV-ი მაღალი დონის EQ ოჯახის დიზაინის ენას იმეორებს. EQE SUV-ი ფლაგმანი EQS SUV-ის ქვემოთ განთავსდება და იმავე სახელწოდების სედანის უკეთესი, გაუმჯობესებული ვერსია იქნება.

ავტომობილებს, დიდი ალბათობით ერთნაირი მონაცემები ექნებათ, რაც იმანს ნიშნავს, რომ EQE 53, ორი ძრავის დახმარებით, 677 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს, უფრო ხელმისაწვდომი EQE 43 კი მომხმარებლებს 469 ცხენის ძალას შესთავაზებს.

ავტომწარმოებელი თავის ახალ ელექტრომობილს ახასიათეს, როგორც- EQE სედანის „მრავლისმომცველ ვერსიას“.

წინა თიზერებმა აჩვენა, რომ ინტერიერში 3 ეკრანი იქნება წარმოდგენილი. ეკრანები კონტრასტული ფერების და მასალების კომპოზიციური შერწყმით იქნება გარშემორტყმული.

მერსედესი აცხადებს, რომ თავის პარიზულ „ვოიაჟს“ ბოლომდე გამოიყენებს, და დაამტკიცებს, რომ მისი ამბიცია, იყოს ელექტრო სეგმენტის ლიდერი- რეალურია.

ელექტრომობილის ინტერიერი

Mercedes-Benz EQE

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაელექტრო GMC Hummer-ის დაპირისპირება F-150 Lightning-თან და Escalade V-თან
შემდეგი სტატიაMercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები