Mercedes-Benz Electric Vision EQXX -ის დებიუტი 3 იანვარს გაიმართება
Mercedes-Benz Electric Vision EQXX სრულიად ელექტრო ავტომობილის პროტოტიპის ახალი თიზერული სურათი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ის 2022 წლის 3 იანვარს გამოვა.
გერმანულმა ავტომწარმოებელმა მანქანა პირველად 2020 წლის ბოლოს გამოაჩინა, მეორე თიზერული სურათი კი ივლისში ვიხილეთ.
დახვეწილი ვიზუალი/შთამბეჭდავი დიაპაზონი

Daimler AG-ის მენეჯმენტის წევრი Markus Schäfer-ი LinkedIn-ზე მანქანის მესამე თიზერს აქვეყნებს და რამდენიმე ახალ დეტალს გვიზიარებს.
Schäfer-ის თქმით, Vision EQXX კომპაქტური კლასის ავტომობილია, რომელსაც ერთჯერადად დატენვით 1000კმ-ის გავლა შეუძლია.
Electric Vision EQXX-ეფექტური აეროდინამიკა

Mercedes-Benz-მა ყურადღება Vision EQXX-ის ეფექტურ აეროდინამიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას აეროდინამიკიდან გამომდინარე EQS-ზე დაბალი წევის კოეფიციენტი ექნება.
მერსედესი EQS-თან შედარებით ენერგიის სიმკვრივის გაზრდას კიდევ 20%-ით აპირებს, ამის მისაღწევად გერმანული ავტომწარმოებელი უჯრედულ დონეზე მუშაობს.
კონცეფციის დებიუტი 3 იანვარს შედგება

ვიზუალური თვალსაზრისით, თიზერი გვიჩვენებს, რომ Vision EQXX-ს LED ფარები და LED განათების წინა ზოლი ექნება. ასევე აღსანიშნავია სკულპტურული კაპოტი და უკანა ლედ სამუხრუჭეები.
ავტომწარმოებელს არ დაუკონკრეტებია გამოუშვებს თუ არა Vision EQXX-ის სერიულ ვარიანტს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს ასე არ მოხდა, კონცეფციის შთამბეჭდავი ტექნოლოგიები სამქიმიანი ვარსკვლავის მომავალ ელექტრომობილებში აუცილებლად „რეინკარნირდებიან“.