2017 წლის ფრანკფურტის სალონის ერთერთი ყველაზე ნათელი ექსპონატი Mercedes-AMG Project One – ის კონცეპტი იყო.

ახლა ავტომობილის სახელიდან სიტყვა Project უკვე ამოღებულია. მის გამოშვებას მერსედესი ჯერ კიდევ 2019 წელს გეგმავდა, შემდეგ 2020 წელს. მაგრამ პროგნოზები არ გამართლადა.

Mercedes-Benz AMG One — „ჰიპერქარი“ გამოსაცდელად გამოიყვანეს
ჯამში AMG One -ს მერსედესი 275 ცალს გამოუშვებს, თითოეულის ფასი 2,275 მილიონი ევრო იქნება. თუმცა ფასს აქტუალობა უკევ დაკარგული აქვს, რადგან ყველა ავტომობილი რამდენიმე წელია გაყიდულია. მფლობელები თავის ავტომობილებს სავარაუდოდ მომავალ წელს ჩაიბარებენ.

დაახლოებით წელიწადნახევარ ამ ავტომობილის შესახებ არაფერი თქმულა, მხოლოდ ახლა გამოჩნდა პირველი სიახლე. Mercedes-AMG One საგამოცდოდ გარეთ გამოიყვანეს.

Daimler- ის საცდელ მოედანზე, ტესტერები უმეტეს დროს სერიულ ძრავას უთმობენ, რომლის სიმძლავრე 1000 ცხ.ძ.-ს აღემატება. ასევე მუშაობა აქტიურ აეროდინამიკურ ელემენტებზე მიმდინარეობს როგორებიცაა საჰაეროები, უკანა დიდი სპოილერი და სხვა.

Mercedes-Benz AMG One — „ჰიპერქარი“ გამოსაცდელად გამოიყვანეს
არაოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით Mercedes-AMG One კუპეს 100 კმ/სთ აჩქარებისთვის  2,6 წაზე ნაკლები, 200 კმ/სთ აჩქარებისთვის მხოლოდ 6 წამი, ხოლო 300 კმ/სთ აჩქარებისთვის 11 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.

შეგახსენებთ, რომ ჰიპერქარი  „აემჯი ვანში“ ხუთი ძრავა აყენია, ერთი ბენზინი და ოთხი ელექტრო. 6 ცილინდრიანი 1.6 ბენზინის ძრავა 759 „ცხენს“ ანვითარებს, ხოლო ელექტრო ძრავების სიმძლავრე არის 611 ცხ.ძ.

Mercedes-AMG One – ის ჯამური სიმძლავრის მოცულობა — 1054 ცხ.ძ. და 1400 ნიუტონ მეტრია.

მერსედესი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაგინახავთ Mercedes S კლასი Mustang – ის ცხვირით? ან ჩეროკი BMW – ს ცხვირით და კიდევ ასეთი 25 ილუსტრაცია
შემდეგი სტატიატესტი: გამოიცანი ცნობილების ავტომობილები
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში