Mercedes-Benz 300 SLR , შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იყოს, მისი ფასი 142 მილიონი დოლარია

რისი ყიდვა შეგიძლიათ 142 მილიონ დოლარად? ეს თანხა საკმარისია ათიოდე Lamborghini Aventador Ultimaes-ის შესაძენად და პარალელურად, აუქციონზე გამოტანილი Ferrari 250 GTO-ს შეძენასაც შეძლებთ.

მაგრამ, თუ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება თქვენ ამ თანხით მხოლოდ ერთ, უნიკალურ, 1956 წლის Mercedes-Benz 300 SLR კუპეს შეიძენთ.

ეს ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია, ამ სიახლეზე ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობს Mercedes-Benz-ი.

Hagerty UK-ის, კლასიკური მანქანების ბრიტანული სადაზღვევო კომპანიის ექსპერტების თქმით, მათი ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ავტომწარმოებელმა სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ცნობილი 300 SLR Uhlenhaut კუპე გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მერსედესი 1955 წელს რბოლის სცენაზე გამოვიდა, ამ მოდელის მხოლოდ 2 მაგალითი შეიქმნა.

კუპემ სახელწოდება Uhlenhaut მას შემდეგ მიიღო, რაც ავტომწარმოებლის სატესტო განყოფილების ხელმძღვანელმა, რუდოლფ ულენჰაუტმა მოდელი კომპანიის მანქანად გამოაცხადა.

ის არსებითად საგზაო ლეგალური სარბოლო მანქანა იყო.

Gallery: 1956 Mercedes 300 SLR Uhlenhaut Coupe

მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ორი მოდელი მერსედესის მზრუნველობაში დარჩა, ისინი ფართო წრეებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მანქანებად განიხილებოდნენ.

რა თქმა უნდა, ძვირფასსა და ძვირს შორის დიდი განსხვავებაა. ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ ვინმემ რეალურად დახარჯოს ის თანხა, რითიც ავტომობილია შეფასებული.

როგორც ჩანს, ეს „თანხა“ 6 მაიის „დაიხარჯა“. Hagerty იტყობინება, რომ მანქანების კოლექციონერი მერსედეს-ბენცის მუზეუმში, შტუტგარტში, ღონისძიებაზე იყო მიწვეული.

გარდა იმისა, რომ კუპეს შესაძენად აუცილებელი პირობაა გქონდეს საკმარისი რაოდენობის თანხა. ელიტარული მყიდველი მერსედესის მიერ დადგენილ სხვა კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

მანქანის სამომავლო უზრუნვეყოფის და მოვლის გარდა, ავტომწარმოებელი აშკარად უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ მყიდველი სწრაფი მოგების ნახვის მიზნით მანქანას ხელახლა გაყიდვაში არ ჩაატრიალებდა.

უცნობია, თუ როგორ გაიყიდა კუპე, სავარაუდოდ, ეს კოლექციონერებისთვის გამართულ აუქციონზე მოხდა. მთავარი ის არის, რომ ორიდან ერთი 1956 300 SLR Uhlenhaut-ი ახლა კერძო პირის ხელშია.(დიდი ალბათობით).

ცხრანიშნა ფასისა და მანქანის უკიდურესი ექსკლუზიურობის გათვალისწინებით, ამ ჭორთან დაკავშირებული რეალური ამბავი, შესაძლოა ვერასოდეს გავიგოთ.

თუ მანქანა რეალურად 142 მილიონ დოლარად გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს Ferrari 250 GTO-ს 70 მილიონი დოლარის რეკორდულ ფასს გააორმაგებს.

თუმცა, თუ ვინმე მერსედესიდან ამ ჭორებს არ დაადასტურებს Ferrari კვლავ ყველაზე ძვირადღირებული მანქანის მწარმოებლად დარჩება.

Mercedes-Benz 300 SLR

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაCadillac-მა ახალი Escalade-V წარადგინა
შემდეგი სტატიაLamborghini ელექტრო Urus-ის გამოშვებას ადასტურებს