Mercedes-AMG SL-ის ამ მოდელს ძრავის განყოფილებაში, დიდი ალბათობით, ელექტრიფიცირებული V8 აქვს, თითქმის შეუნიღბავი მანქანა შვედეთში დააფიქსირეს

როდესაც Mercedes-Benz-მა გასულ წელს ახალი SL-ი წარადგინა, ავტომწარმოებელმა აქცენტი Mercedes-AMG SL -ის მხოლოდ “55” და “63” ვერსიებზე გააკეთა.

ორივე მათგანი V8 ძრავით იკვებება. ახლა კი დამუშავების პროცესში უფრო მეტი ვარიანტია, მათს შორისაა-ოთხცილინდრიანი მოდელი ელექტრო ტურბოკომპრესორით და დანამატი plug-in ჰიბრიდული მოდელი.

სწორედ ეს უკანასკნელი დააფიქსირეს შვედეთში ტესტირების დროს და რაც ყველაზე საინტერესოა, პროტოტიპი, ფაქტობრივად, შეუნიღბავია.

Gallery: Mercedes-AMG SL PHEV

როგორც ჩანს, V8 მოდელებსა და PHEV-ს შორის მნიშვნელოვანი ვიზუალური განსხვავებები არ იქნება. ყველაზე თვალსაჩინო უკანა ბამპერზე დამონტაჟებული დატენვის პორტია.

ამ დეტალის გამოკლებით თამამად შეგიძლია ვთქვათ, რომ პროტოტიპი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, წარმოებულ-გაყიდვაში ჩაშვებული მოდელების იდენტურია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტული ბორბლების დიზაინი საუკეთესო ვარიანტი არ არის, თუმცა, ავტომობილი ტესტირების დროს ზამთრის საბურავებს იყენებს.

ეძიე “სიღრმეებში”…

ამ შემთხვევაში მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რა იმალება „კაპოტის“ ქვეშ.

ერთი ვერსია არის ის, რომ ძრავის განყოფილებაში უკვე არსებულ 4.0-ლიტრიან V8-ზე დაფუძნებული ელექტროგადამცემია.

SL63-ის ორმაგი ტურბო V8, სავარაუდოდ, ელექტრო მხარდაჭერას მიიღებს და ის 800 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. (ცნობისთვის, SL63-ს 577 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ plug-in ჰიბრიდი მასზე ბევრად უფრო მძლავრი იქნება.)

ახალი SL-ის ყველა ვერსია AMG-ის მეთვალყურეობის ქვეშ შემუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს ვერტიკალურზოლებიანი Panamericana ცხაური აქვს.

ისევე, როგორც სტანდარტული, V8-ზე მომუშავე მოდელები PHEV-იც ოთხკუთხა გამონაბოლქვით იქნება აღჭურვილი.

მოსალოდნელია, რომ ხაზში პირველ პოზიციას Mercedes AMG SL E Performance დაიკავებს.

სპექტრის მეორე მხარეს, SL-ის ახალი „43“ ვერსია 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავს გამოიყენებს, ანალოგიურ ძრავს იყენებს ახალი Mercedes C-კლასი.

თუმცა, როდსტერში, ოთხცილინდრიანი ბლოკი ელექტრო ტურბოკომპრესორით იქნება აღჭურვილი. ეს კი სიმძლავრეს 385 ცხენის ძალამდე გაზრდის.

Mercedes-AMG SL

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიარითი გვებძვიან, ანუ რუსული სახმელეთო ტექნიკა
შემდეგი სტატიაFerrari Purosangue SUV- პირველი თიზერი