დიდი ალბათობით, Mercedes-AMG One-ის წარმოება მომავალ წელს დაიწყება

ხუთი წელი! დიახ, 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Mercedes-Benz-მა საზოგადოებას, ქუჩის ლეგალური, F1-ის ძრავიანი ჰიპერქარი Project One, ახლა უკვე AMG One წარუდგინა.

და დიახ, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. თუმცა, ახლახან გავრცელებული ჯაშუშური კადრები სანახევროდ შენიღბული ჰიპერქარის საზოგადოებრივ ქუჩებში ტესტირებას აღბეჭდავს.

1000 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარი

Mercedes-AMG One- სანახევროდ შენიღბული, F1-ით შთაგონებული ჰიპერქარის ჯაშუშური კადრები

Mercedes-AMG One ვიდეო თამაშში Forza Horizon 5-ში გამოჩნდა, თუმცა ეს ავტომობილის საბოლოო ვერსია არ არის, დიდი ალბათობით სანახევროდ შენიღბვა მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალებს მალავს.

ციფრული ვიდეო თამაშის შემდეგ საზოგადოებამ  1000 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარი პირველად, ასე “შილიფად” ამ ჯაშუშური კადრებით ნახა.

სახასიათო დეტალები

წინა ფასციის ზედა კუთხეში განთავსებული ლედ ზოლი, როგორც ჩანს დღის განათებაცაა და მოხვევის მანიშნებელი სიგნალიც.

აღსანიშნავია, რომ შეუნიღბავი ზედა ნახევარი უკვე ნანახი და ნაცნობი პროტოტიპებისგან განსხვავებულია.

როგორც უკვე აღვნიშნე კომუფლირებლი ქვედა ნახევარი, სავარაუდოდ, პატარა, მაგრამ უთუოდ მნიშვნელოვან დეტალებს მალავს.

სავარაუდო რეკორდსმენი

Mercedes-AMG One- სანახევროდ შენიღბული, F1-ით შთაგონებული ჰიპერქარის ჯაშუშური კადრები

მათს შორის მთავარი ვენტილაციაა, რომელიც 1.6-ლიტრიანი ტურბო V6 და ოთხი ელექტროძრავის გაგრილებას უზრუნველყოფს.

სწორედ ეს დეტალები ხდის One-ს განსაკუთრებულ და უაღრესად სწრაფ ჰიპერმანქანად.

სავარაუდო 1000 ცხენის ძალით ის შესაძლოა არ იყოს ყველაზე სწრაფი ჰიპერქარი, თუმცა, ფართო აეროდინამიკურ შესწორებებთან ერთად, შესაძლოა ის lap time-ის (წრის) რეკორდსმენი გახდეს.

ქუჩის ლეგალური, F1-ით შთაგონებული ჰიპერქარი

Mercedes-AMG One- სანახევროდ შენიღბული, F1-ით შთაგონებული ჰიპერქარის ჯაშუშური კადრები

Mercedes-AMG One სულ 275 ეგზემპლარად გამოვა, ყველა მათგანი დიდი ხნის წინ გაიყიდა. მფლობელები, დიდი ალბათობით, მოუთმენლად ელოდებიან თავიანთ ჰიპერქარს. როგორც ამბობენ, ჩაბარება მომავალი წლისთვის დაიწყება.

იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ხნის შემდეგ ნახევრად შენიღბული პროტოტიპი ვიხილეთ, ავტომობილის რეალური დებიუტიც სულ ახლოსაა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

AMG One

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]