Mercedes-AMG 55 წლის იუბილეს “მანქანებითა და ვარსკვლავებით” აღნიშნავს, Affalterbach-ელები ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ახალი კამპანიით გვთავაზობენ

1967 წელს ინჟინერებმა ჰანს ვერნერ ოფრეხტმა და ერჰარდ მელჩერმა დააარსეს კომპანია, რომელმაც წამყვან წარმომადგენლობით და სპორტული ავტომობილების ბრენდებს შორის თავისი სახელი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

ეს კომპანია დღეს Mercedes-AMG-ის სახელითაა ცნობილი და 55-წლიანი კორპორაციული ისტორიის აღსანიშნავად ბრენდი ახალ კამპანიას იწყებს.

კაპმანია ორიენტირებულია თემაზე- “55 years – changing the game”. პრეზენტაცია თამაშის წესების შემცვლელ ისეთ ავტომობილებს ეხება, როგორებიც არიან- 300 SEL 6.9 AMG სარბოლო მანქანა, 300 E 5.6 “The Hammer”, CLK DTM-ი და SLS AMG Electric Drive-ი.

AMG One 2022

რა თქმა უნდა, Mercedes-AMG One-ის ახლახან გამოვლენილი საწარმოო ვერსია, რომელიც ფორმულა 1-ის ტექნოლოგიას საგზაო ავტომობილზე იყენებს, კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია.

ავტომწარმოებლის მტკიცებით, ფორმულა 1-ის ჰიბრიდული ამძრავის ტექნოლოგია სარბოლო გზებიდან საზოგადო გზებზე პირველად გადმოიტანეს.

იმავდროულად, Vision AMG-ის დიზაინის კვლევა ბრენდის მომავალს წარმოადგენს. ოთხკარიანი კუპე დამოუკიდებელ, AMG.EA პლატფორმაზეა დაფუძნებული.

Mercedes-AMG ვარსკვლავების გარეშე წარმოუდგენელია. ბრენდის ერთ-ერთი ამბასადორი/სახე F1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონია, სიაში არიან-დევიდ კულთჰარდი, სუზი ვოლფი და Will.I.Am.

კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Mercedes-AMG

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]