მერსედესმა AMG GT Coupe-ს და Roadster-ის შეკვეთების წიგნი უკვე დახურა

კარგი და ცუდი სიახლე გვაქვს, რომლით დავიწყოთ?

AMG GT Coupe-ს და Roadster-ის წარმოება დეკემბერში დასრულდება

AMG GT
მაღალი ხარისხის შავი სერიის მანქანის დებიუტი 2020 წლის ივლისში შედგა

AMG GT Coupe-ს “ისტორიის” დასასრული ახლოვდება. როგორც ცნობილია სუპერქარის წარმოებას დეკემბერში შეწყვეტენ.

რიგით მეექვსე, მაღალი ხარისხის შავი სერიის მანქანის დებიუტი 2020 წლის ივლისში შედგა.

ჩვენ უკვე 2021 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და როგორც ჩანს სწრაფი კუპეს წარმოებასაც უკან მოვიტოვებთ.

როგორც ესპანური ჟურნალი motor.es-ი ირწმუნება, მერსედესი კუპეს შეკვეთებს უკვე აღარ იღებს.

იგივე ამბავია კაბრიოლეტთან მიმართებითაც, მისი წარმოებაც, სავარაუდოდ, დეკემბერში დასრულდება.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ ბრენდი, უახლოეს კვირებში სრულიად ახალ, AMG ს მიერ შემუშავებულ SL-სს წარადგენს.

ჩნდება ერთი კითხვა: სხვა კუპეს უნდა ველოდოთ?

AMG GT Coupe (motor1-ის რენდერი)

AMG GT
რენდერი თიხის მოდელის მიხედვით შეიქმნა

გადავხედოთ ისტორიას და გავიხსენოთ- რამდენიმე წლის წინ, მერსედესმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღწერილია F1-ის შვიდგზის ჩემპიონის, ლუის ჰამილტონის სტუმრობა სინდელფინგენის დიზაინერულ ცენტრში.

ლუისს სპორტული კუპეს თიხის მოდელის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ეს კუპე წარმოადგენდა AMG GT- ს სახეს. Motor1-მა თიხის მოდელის საფუძველზე კი კუპეს საკუთარი რენდერი შექმნა.

დიდი ალბათობით, ახალი მოდელი იქნება კუპე-კაბრიოლეტი- SL roadster-ი.

ახალი კუპეს ჯაშუშური კადრები ჯერ არ გამოჩენილა, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მეორე თაობის მოდელი ბაზარზე, 2023 წელზე ადრე გამოჩნდება.

ასევე უახლესი ანგარიშის მიხედვით, მერსედესი, სავარაუდოდ, თავის ორკარიან მოდელებს C-Class Coupe/Convertible და E-Class Coupe/Convertible-ს ერთ მოდელში CLE- ში გააერთიანებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

AMG GT

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]