ავტომწარმოებელმა Mercedes-AMG GT „შავი სერიის“ მოდელის, დაახლოებით, 1700 ერთეული შექმნა

MB Passion-ის ინფორმაციით Mercedes-AMG GT Black Series-ის წარმოება დასრულდა. ავტომწარმოებელმა სპორტული კუპეს, დაახლოებით, 1700 ერთეული შექმნა.

GT Black Series-ის დებიუტი 2020 წლის ივლისში შედგა და ის 2014 წლის შემდეგ ბრენდის პირველი მაღალი ხარისხის პროდუქტის შთამბეჭდავი გამოხატულება იყო.

სპორტული კუპე სიმძლავრეს ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8-დან იღებს. ის 720 ცხენის ძალას და გამოიმუავებს და მისი ბრუნვის მომენტი 800 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ის ულტრა სწრაფი გადართვისთვის გაძლიერებულ შვიდ-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფს იყენებს.

GT Black Series 0-დან 100-კმ/სთ სიჩქარეს 3.1 წამში ავითარებს და მას 200 კმ/სთ-ს მისაღწევად 9 წამზე ნაკლები სჭირდება, სპორტული კუპეს მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია.

კორპუსში GT3 და GT4 სარბოლო მანქანების დეტალებია გამოყენებული, შეცვლილია ცხაური და წინა სპლიტერი. გაზრდილია ცხაურის და „გისოსების“ ზომა.

2020 წელს კუპემ Nürburgring Nordschleife-ის რეკორდიც დაამყარა, ავტომობილს სულ 6 წუთი და 43,61 წამი დასჭირდა.

მოგვიანებით, მერსედესი Porsche 911 GT2 RS-მა დაამარცხა მან 6:38.835 აჩვენა. Mercedes- AMG GT Black Series-ის საბაზისო ღირებულება 335,240 ევრო იყო.

Gallery: 2021 Mercedes- AMG GT Black Series

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Mercedes-AMG GT

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]