ელექტრიფიცირებული სწრაფი მანქანების ახალი ტალღის „ახალწვეული“ Mercedes-AMG GT 63 E-Performance, რამდენჯერმე ვიხილეთ თვალწარმტაცად შენიღბულ/კომუფლირებული.

1st September is coming… ყველაფერი, Mercedes-AMG GT 63 E-Performance-ის შესახებ, 1 სექტემბერს გაირკვევა…

2012 წლის SLS Electric Drive ძალიან ძვირადღირებული AMG-ის წუთიერი გაელვება იყო, რომელიც აჩვენებდა აფალტერბახის ინტერესს სრულად ელექტროძრავის მქონე ავტომობილებისადმი.

მეორე ელექტრული AMG მიუნხენში გამოჩნდა, სახელწოდებით-AMG EQS, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ნაწილობრივ ელექტრიფიცირებული მოდელი, GT Four-Door Coupe-ის ფლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია.

ელექტრიფიცირებული სწრაფი მანქანების ახალი ტალღის „ახალწვეული“, Porsche Panamera Turbo S E-Hybrid-ის კონკურენტი E-Performance, რამდენჯერმე ვიხილეთ თვალწარმტაცად შენიღბულ/კომუფლირებული.

ახლა, მანქანის „სრული სხეულის“ საფარველი გაქრა, გამოჩნდა ნაცნობი გვერდითა პროფილი, ძარის ხუფი, უკანა ბამპერი, რომელზეც „დამტენი წყარო“ იქნება დამაგრებული.

მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ხუფის დანახვა ახალ თიზერში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ის სრულად ჩანს უახლესი წარმოების პროტოტიპების პაპარაცულ კადრებში.

AMG თავის მომხმარებლებს 600 კილოვატზე მეტს დაჰპირდა, რაც დაახლოებით 805 ცხენის ძალას უტოლდება.

მომავალი ფლაგმანური ვერსიის წონა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს (GT63 S- ის გათვალისწინებით) ავტომობილი უკვე იწონის 2,158 კილოგრამამდე.

ბატარეის, ელექტროძრავის და ორ-სიჩქარიანი ტრანსმისიის დამატება მას კიდევ უფრო დაამძიმებს. ახლა მთავარია ინჟინრებმა წონის მომატების კომპენსირება ნახშირბადის ბოჭკოს და სხვა მსუბუქი მასალის უფრო ფართოდ გამოყენების გზით მოახდინონ.

ახალი მოდელის მაქსიმალური ძალის მომენტი- 1,001 ნიუტონმეტრია. Mercedes-AMG GT 63 E-Performance– ს 60 მილი/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 3 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.

ვარაუდობენ, რომ E-Performance, წარმოების, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად „აჩქარებადი“ მანქანა გახდება.

მისი ფასი კი დაახლოებით, 200,000 აშშ დოლარი იქნება.

Galerry: Motor1.com
Mercedes-AMG

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFord Model-T -დან – Mustang Mach-E-მდე, ანუ 90-წლიანი „ვოიაჟი“ ავტოსამყაროში
შემდეგი სტატია2022 Mercedes-AMG GT 63 S E-Performance-გამოჩნდა